ქათმის რომელ ნაწილებს უნდა ვერიდოთ?
ქათმის შეწვისას ხორცი შეიძლება ზოგან არ შეიწვას. ყველაზე საშიში ადგილებია კურტუმო და სახსრები. Salmonella და E. coli შეიძლება დარჩეს ამ ადგილებში დიდი რაოდენობით. შიგნეულობა ასევე შეიძლება შეიცავდეს საშიში დაავადებების პათოგენებს, ასევე ქათმის ფეხების სრულად ჭუჭყისგან გასუფთავება ხშირად შეიძლება ვერ მოხერხდეს.
გარდა ამისა, ღვიძლი და კანი შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს და შეიძლება საშიში იყოს სისხლში მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანებისთვის.
- ქათმის კანი სახიფათოა უპირველეს ყოვლისა მათთვის, ვისაც აქვს ათეროსკლეროზის სიმპტომები. ის არ უნდა მიირთვან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებმა ან მათ, ვინც აკონტროლებს წონას. შემწვარი ქათმის კანი ასევე აჩქარებს უჯრედების დაბერებას.
ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლო ნაწილი ქათმის მკერდია - ის ადვილად მოსანელებელიც არის, ნაკლებად ცხიმიანიც და არც რაიმე საფრთხეს შეიცავს.
ზოგადად კი ქათმის მოხარშული ხორცი უფრო უსაფრთხო და სასარგებლოა, ვიდრე შემწვარი.