3 რამ, რაც ,,ტვინის ნისლს” იწვევს და როგორია მკურნალობის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

3 რამ, რაც ,,ტვინის ნისლს” იწვევს და როგორია მკურნალობის მეთოდები

ადამიანებს უჭირთ კოგნიტური ფუნქციების შესრულება.

„ტვინის ნისლი“ არ არის სამედიცინო მდგომარეობა, ის მხოლოდ ერთ-ერთი სიმპტომია. დამახასიათებელი ნიშნებია:

  • გულმავიწყობა, ყურადღების გაფანტვა, ფოკუსირების, კონცენტრაციის ნაკლებობა;
  • აზრების მოკრების და სიტყვების პოვნის გართულება;
  • ნივთების ვერ პოვნის გაძნელება, ნივთების ხშირი დაკარგვა, ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობის შესრულების გართულება;
  • გადაწყვეტილების მიღების, საქმის დაწყების ან დასრულების გართულება;
  • ძილის პრობლემები;
  • თითქმის ყოველი დილის, დაღლილობით, უხალისოდ დაწყება;
  • შფოთვის არსებობა, უარყოფითი აზრების კონცენტრაცია;
  • სიბრაზის შემოტევები, გადაჭარბებული რეაქციები;
  • დღისით ძილიანობა, დაბნეულობა

არსებობს გარკვეული საკვები, რომელმაც შეიძლება გააძლიეროს ტვინის ნისლთან დაკავშირებული ზოგიერთი სიმპტომი. მათ შორისაა:

დამუშავებული საკვები, მათ შორის დამუშავებული ხორცი და შაქრიანი სასმელები - ზოგადად, დამუშავებული საკვები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით რაფინირებულ მარცვლეულს, დამატებულ შაქარს და ნატრიუმს, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ,,ტვინის ნისლს”, დამუშავებული ხორცი და ხელოვნური დამატკბობლები ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ტვინის ნისლთან.

ალკოჰოლი.

ხილისა და ბოსტნეულის ნაკლებობა.

აირჩიეთ მთლიანი მარცვლეული, ყურადღება მიაქციეთ მიღებული ცხიმის წყაროს. შეცვალეთ ნაჯერი ცხიმები უკეთესი უჯერი ვარიანტებით, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, მიირთვით ავოკადო, ნიგოზი და ჩიას თესლი.

როგორ ვუმკურნალოთ „ტვინის ნისლს“?

პირველი საკითხი, რომელიც გასათვალისწინებელია „ტვინის ნისლის“ მკურნალობისას არის კვება.

აუცილებელია უგლუტენო, უშაქრო და რძის პროდუქტების გარეშე კვების პროგრამა. ამ კვების პროგრამაში ჩართეთ ძირითადად ახალი ბოსტნეული და ხილი, ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, ქოქოსი, ცილის სწორი წყაროები, თხილი და ფერმენტირებული პროდუქტები.

თუ გაქვთ ქრონიკული სტრესი, შეგიძლიათ მიიღოთ დახმარება ფსიქოლოგიური სტრესის შესამცირებლად და უკეთესი ძილის რეჟიმზე გადასვლისთვის.

ცნობილია, რომ მოკლევადიანი 20 წუთიანი გასეირნება ფიზიკური აქტივობის გაზრდა კარგია ტვინის ნისლისთვის.

ტვინის ნისლის წინააღმდეგ საბრძოლველად:

გააკეთეთ სუნთქვის ვარჯიშები.

ისეირნეთ მეტი

მიირთვით მინერალებით მდიდარი საკვები და სასმელი.

დალიეთ ბევრი წყალი.

მიიღეთ საკმარისი ცილა დღის განმავლობაში.

მიირთვით ადვილად მოსანელებელი საკვები.

შეამცირეთ შაქრის მოხმარება.

მიაქციეთ ყურადღება ძილს.

ჩაის და ყავის მოხმარება შეამცირეთ. არ დალიოთ 14:00 საათის შემდეგ.

მიირთვით მელატონინით მდიდარი საკვები. მაგალითად, ალუბალი, ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი, ბროწეული, ბროკოლი, თხილი.

მიირთვით ტრიპტოფანით მდიდარი საკვები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოიხმარეთ ცხოველური ცილები, თხილი, პარკოსნები, თესლი.

გაუფრთხილდით ნაწლავების ჯანმრთელობას.

გაზარდეთ უჯერი ცხიმებისა და ომეგა 3-ის მოხმარება. მაგალითად, თევზი, ნიგოზი, თესლი, თხილი, სელის თესლი.

არ მოიხმაროთ გლუტენი.

არ მიირთვათ დანამატებიანი საკვები.

შეამცირეთ რაფინირებული ნახშირწყლები და შაქარი.

მიირთვით სეროტონინის დონის ასამაღლებლად ცილა და B ვიტამინებით მდიდარი საკვები.

მიირთვით C ვიტამინით მდიდარი საკვები.

მიირთვით სელენით მდიდარი კეშიუ, თხილი, კვერცხი, თევზი.

მიირთვით იოდით მდიდარი საკვები.

არ მოწიოთ.

არ გამოიყენოთ დამატკბობელი.

ივარჯიშეთ რეგულარულად.

ივარჯიშეთ იოგასა და მედიტაციაში.

ისწავლეთ სტრესთან გამკლავება.

აუცილებელია საკვების ზომიერების დაცვა.

ამასთან ,,ტვინის ნისლის” გასაქრობად კარგად მართეთ თქვენი სტრესი, მოაგვარეთ ძილის პრობლემები, აღმოფხვერით ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, იმკურნალეთ თუ გაქვთ ჰორმონალური პრობლემები, ივარჯიშეთ, დააბალანსეთ ნაწლავის ფლორა და შეეცადეთ მიიღოთ მეტი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები.

ამ ყველაფრის გარდა, აღსანიშნავია, რომ ,,ტვინის ნისლი” ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს უფრო სერიოზული სამედიცინო მდგომარეობით, თუ გაქვთ ძლიერი ან ხშირი ,,ტვინის ნისლი”, მიმართეთ ექიმს.