5 მიზეზი - რატომ არის ქუსლებზე კანი უხეში
გარდა ამისა, ფეხის კანის რქოვანა შრე სქელდება სიარულის დროს მუდმივი ზეწოლის გამო.
არსებობს ქუსლებზე კანის გაუხეშების ხუთზე მეტი მიზეზი: ტერფის თაღთან დაკავშირებული პრობლემებიდან (ამისთვის საჭიროა ორთოპედ- ტრავმატოლოგთან მისვლა) წელიწადის დროებამდე (ზამთარში ჩექმებში დავდივართ, ფეხები უფრო მეტ სტრესს განიცდის, ვიდრე ზაფხულში).
- არასწორად შერჩეული (არასწორი ზომა, ვიწრო) ფეხსაცმელი.
- ჭარბი წონა და შესაბამისად დიდი დატვირთვა ფეხებზე.
- ორთოპედიული პრობლემები (ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და ინდივიდუალური ორთოპედიული ღაბაშების დამზადება).
- ვიტამინების ნაკლებობა (ჩვეულებრივ ვიტამინები A, E და C).
- მშრალი ჰაერი.
და რა თქმა უნდა, კიდევ ერთი მიზეზი არის ფეხის რეგულარული მოვლის ნაკლებობა. უნდა შეარჩიოთ საჭირო პროდუქტები: დამატენიანებელი კრემები (მაგალითად, შარდოვანის შემცველი), ფხვნილები.