D ვიტამინის გავლენა საშარდე სისტემის ჯანმრთელობაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

D ვიტამინის გავლენა საშარდე სისტემის ჯანმრთელობაზე

სტატიის თანახმად, D ვიტამინის ნაკლებობა დაკავშირებულია შარდის ბუშტის ზედმეტად აქტიურობასთან, შარდის შეუკავებლობასთან და საშარდე გზების ინფექციებთან.

D ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში რამდენიმე სხვადასხვა საკვები ნივთიერების შეწოვაში. კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ყველა შეიწოვება D ვიტამინის შედეგად და ეს ნივთიერებები ასევე მოქმედებს თირკმელებისა და შარდის ბუშტის ჯანმრთელობაზე.

D ვიტამინის დეფიციტი ადამიანს მიდრეკილს ხდის შარდის შეუკავებლობისკენ.

მიზეზი, რის გამოც კალციუმი მნიშვნელოვანია შარდის ბუშტის ჯანმრთელობისთვის, არის ის, რომ ის ეხმარება კუნთების შეკუმშვას. ეს კუნთი გვხვდება შარდის ბუშტის კედლებში. მაგნიუმი და ფოსფორი მნიშვნელოვანია კუნთებისა და ნერვების ფუნქციონირებაში. კალციუმი ასევე დაკავშირებულია თირკმელების ქვების პროფილაქტიკასთან. ხოლო D ვიტამინი ხელს უწყობს ამ საკვები ნივთიერებების შეწოვას, რის გამოც ის მნიშვნელოვანია შარდის ბუშტის ჯანმრთელობისთვის.

D ვიტამინის რეცეპტორები, რომლებიც გვხვდება ჩონჩხის და გლუვი კუნთების უჯრედებში.

D ვიტამინის ნაკლებობა დაკავშირებულია კუნთების სისუსტის, საჭმლის მომნელებელი დისტრესების გაზრდის რისკთან.

არსებობს რამდენიმე გზა D ვიტამინის დონის გასაზრდელად, მათ შორის საკვები, D ვიტამინით მდიდარი საკვებია ცხიმიანი თევზი, კვერცხი.

მზე ასევე არის D ვიტამინის კარგი წყარო. თუმცა, მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი კრემის ტარება. დღეში საკმარისია 15 წუთი მზის პირდაპირი ზემოქმედება.

რძის პროდუქტები, ბროკოლი მდიდარია კალციუმით.

ისპანახი, ნუში, არაქისის კარაქი და შავი შოკოლადი მაგნიუმის კარგი წყაროა.

რძის პროდუქტები, პური, თევზი და ზეითუნის ზეთი შეიცავს ფოსფორს.

გარდა ამ ნუტრიენტებისა, ასევე მნიშვნელოვანია ბევრი წყლის დალევა.

გამომდინარე იქიდან, რომ D ვიტამინი დაკავშირებულია ჯანმრთელობის უამრავ სარგებელთან და უზრუნველყოფს სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების კარგად ათვისებას ორგანიზმში, საკმარისი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას და არა მხოლოდ შარდის ბუშტის.