ალუბლის წვენი უკეთესი ძილისთვის
შედეგებმა აჩვენა, რომ ალუბლის წვენმა მონაწილეებში გაზარდა ძილის დრო და ძილის ეფექტურობა.
ეს ეფექტი განპირობებულია ალუბლის წვენში არსებული ორი ძირითადი ნაერთით: მელატონინით და ტრიპტოფანით.
მონაცემებმა აჩვენა, რომ ალუბლის წვენის კონცენტრატი ზრდის მელატონინს, ჰორმონს, რომელიც წარმოიქმნება ტვინში, რაც სასარგებლოა ძილის ხანგრძლივობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად და ასევე შეიძლება დაეხმაროს დარღვეული ძილის მართვას.
ამავდროულად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტრიპტოფანი, რომელიც არის სეროტონინის წინამორბედი, ამცირებს ძილის შეფერხებას. მიუხედავად იმისა, რომ ალუბალი შეიცავს მცირე რაოდენობით ტრიფტოფანს, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მას შეუძლია ურთიერთქმედება სხვა ფერმენტებთან, რათა გაზარდოს სეროტონინი, გააუმჯობესოს განწყობა და შეამციროს ანთება. თავის მხრივ, ამ რეაქციას შეუძლია კიდევ უფრო გააძლიეროს ტრიპტოფანის ეფექტი და ხელი შეუწყოს უძილობის მკურნალობას.
გარდა იმისა, რომ ალუბლის წვენი ხელს უწობს ძილს, ის ასევე ეხმარება კუნთების აღდგენას მრავალი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო პოლიფენოლის ნაერთის წყალობით. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ალუბლის წვენს შეუძლია შეამციროს ტკივილი, დააჩქაროს ძალების აღდგენა ვარჯიშის შემდეგ, შეამციროს ანთებითი და ოქსიდაციური სტრესის მარკერები სისხლში ვარჯიშის შემდეგ.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ადამიანის ორგანიზმი იდივიდუალურია, ალუბლის წვენის ეფექტურობა შესაძლოა იყოს ყველასათვის განსხვავებული.