ნიშნები, რომ არ იღებთ საკმარის K ვიტამინს
K ვიტამინის ძირითადი ფორმებია
- K1, ფილოქინონი,
- K2, მენაქინონი..
K1 გვხვდება მწვანე ბოსტნეულში, ხოლო K2 გარდაიქმნება ადამიანის ნაწლავში და ასევე გვხვდება ფერმენტირებულ საკვებში.
კოაგულაციაში მისი მნიშვნელოვანი როლის გამო, ყველაზე დიდი ნიშანი იმისა, რომ არ იღებთ საკმარისი რაოდენობით K ვიტამინს, არის გადაჭარბებული სისხლდენა. ასეთი სისხლდენა შეიძლება იყოს სტანდარტული ჭრილობის ან ნაკაწრის გამო, რომელიც, როგორც წესი, უმნიშვნელო იქნებოდა, რომ არა K ვიტამინის ნაკლებობა.
ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი იმისა, რომ თქვენ არ იღებთ საკმარის K ვიტამინს, არის სისხლის შედედების გართულება ჭრილობების, ღია ჭრილობების დროს და სისხლჩაქცევების ადვილად გაჩენა.
K ვიტამინი აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, შესაბამისად, ძვლების შესუსტებასთან დაკავშირებული ნიშნები: მოტეხილობა, ზურგის ან კისრის ტკივილი და ადრეული ოსტეოპოროზის ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს, რომ K ვიტამინის დეფიციტზე. ძვლების შესუსტების გამოვლენასა და შემჩნევას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს.
K ვიტამინით მდიდარია ბოსტნეული, მათ შორის ისპანახი, კომბოსტო, სალათის ფოთოლი.
შეწოვის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, K ვიტამინის შემცველ საკვებს დაამატეთ ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი ან ავოკადოს ზეთი.
K ვიტამინის რეკომენდებული დოზაა 120 მკგ ზრდასრული მამაკაცებისთვის და 90 მკგ ზრდასრული ქალებისთვის.