ქლიავის ჩირი ხელს უწყობს ძვლების სიმტიკიცეს
კვებას შეუძლია უზარმაზარი გავლენა მოახდინოს ძვლების ჯანმრთელობაზე.
როდესაც საქმე ეხება საკვებს ძვლების ჯანმრთელობისთვის, რძის პროდუქტები ყურადღების ცენტრშია. ისინი შეიცავენ კალციუმს, მაგნიუმს და ფოსფორს. დაბალცხიმიანი ან უცხიმო რძის პროდუქტების ყოველდღიური მიღება, როგორც ჯანსაღი დიეტის ნაწილი, შეიძლება ასოცირებული იყოს ძვლის მინერალური სიმკვრივის გაუმჯობესებასთან და ძვლის მოტეხილობების შემცირებასთან.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტს შეუძლია გავლენა მოახდინოს ძვლების ჯანმრთელობაზე, ისინი არ არის ერთადერთი საკვები, რომელიც უნდა მიირთვათ ძვლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. რძის პროდუქტების მსგავსად, ქლიავის ჩირი შეიცავს ძვლების ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს, მათ შორის კალციუმს, მაგნიუმს და კალიუმს. ასევე შეიცავს ძვლის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ K ვიტამინს, სპილენძს, ბორს. ეს ნივთიერებები არ შედიან რძის პროდუქტებში.
არსებობს მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ქლიავის ყოველდღიური მიღება აუმჯობესებს ძვლების ჯანმრთელობას. Osteoporosis International-ში გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა დადებითი გავლენა ძვლების ჯანმრთელობაზე, როდესაც პოსტმენოპაუზის მქონე ქალები ყოველდღე ექვსი თვის განმავლობაში მიირთმევდნენ ხუთ-ექვს ქლიავს.
ქლიავი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ როგორც ძვლების ჯანმრთელობას, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას.