ქრონიკული ანთების ექვსი განსხვავებული ტიპი - რა უნდა მიირთვათ თითოეულთან საბრძოლველად
- ეს ყველაფერი იმის დამადასტურებელი ნიშნებია, რომ შესაძლოა საქმე გქონდეთ ქრონიკული ანთების რომელიმე ფორმასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის ანთება არ არის ცუდი, საკითხი არის ის, თუ როდის ხდება ის ქრონიკული, რადგან ქრონიკული ანთება უარყოფით გავლენას ახდენს ზოგად ჯანმრთელობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.
ანთების კონტროლისთვის კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
კვლევამ აჩვენა, რომ გარკვეული სახის საკვების გადაჭარბებულმა მოხმარებამ, როგორიცაა დამუშავებული ხორცი და დამატებული შაქარი, შეიძლება გაზარდოს ანთების რისკი. მაგრამ გარკვეულ საკვებს შეუძლია ხელი შეუწყოს ანთების თავიდან აცილებას. რეგულარული ვარჯიში, ძილი და სტრესის შემცირება, ასევე გადამწყვეტია ანთების შესამცირებლად.
ანთების მართვისა და მკურნალობის წარმატებისთვის გადამწყვეტია ფოკუსირება არა მხოლოდ იმაზე, თუ რა უნდა ამოიღოთ თქვენი დიეტიდან, არამედ რა უნდა დაამატოთ თქვენს ყოველდღიურ კვებას.
ანთების ტიპის იდენტიფიცირება მთავარია. ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ საჭირო ცხოვრების წესი და დიეტური ცვლილებები.
ანთების ტიპები:
კუნთებისა და სახსრების ანთება
თუ გაქვთ კუნთების და სახსრების ანთება, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შეშუპებას, დაჭიმულობას და ტკივილს. ამ დროს რეკომენდებულია ომეგა -3-ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვების მიღება. ეს ცხიმი ხელს უწყობს ანთების შემცირებას და ტკივილის შემსუბუქებას. ომეგა -3-ით მდიდარი თევზი, ორაგული, სასარგებლოა ამ ტიპის ანთებისთვის. ომეგა -3 ასევე გვხვდება ზეითუნის ზეთში და თხილეულში.
გარდა ამისა, მინერალური თუთიის შემცველი საკვები, მაგალითად გოგრის თესლი და პარკოსნები, ხელს უწყობს კუნთების ზრდას და აღდგენას, ასევე საკვები ნივთიერებების შეწოვას. სპილენძის შემცველი საკვები, მაგალითად მთლიანი მარცვლეული და მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული დაგეხმარებათ კოლაგენის წარმოებაში, რაც დადებითად მოქმედებს ძვლებისა და ქსოვილებისთვის.
ფარისებრი ჯირკვლის ანთება
უჯერი ცხიმების, ცილებისა და ბოსტნეულის მიღება აუცილებელია, როდესაც საქმე ეხება ფარისებრი ჯირკვლის ანთებას.
ჯანსაღი ცხიმებია: ავოკადო, ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი და ომეგა-3.ისინი მნიშვნელოვანია ამ ტიპის ანთებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ ჰორმონების რეგულირება.მიიღეთ ცილები.
ფარისებრი ჯირკვლის ანთებისას ჯირკვალმა შესაძლოა ზედმეტად ან ნაკლებად გამოიმუშაოს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ჰორმონები, რაც იწვევს პრობლემებს.
განსაკუთრებით სასარგებლოა ისპანახისა და რკინით მდიდარი ბოსტნეულის, სტაფილოს, ჭარხლის, ტკბილი კარტოფილის მიღება ამ ტიპის ანთების წინააღმდეგ ბრძოლისას, რადგან რკინის დეფიციტი გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.
შაქრისგან გამოწვეული ანთება
სამეცნიერო კვლევებმა არაერთხელ აჩვენა, რომ დამატებული შაქარი იწვევს ანთებას. შაქრის გადაჭარბებული მიღება ასოცირდება ანთებით მდგომარეობებთან, როგორიცაა მაღალი წნევა, ფსორიაზი, ნაწლავის ანთებითი დაავადება. სისხლში შაქრის დასაბალანსებლად და ამ ტიპის ანთებისგან განკურნების მიზნით, დაიწყეთ დღე ერთი ჭიქა გაფილტრული, მაღალი ხარისხის წყლით, რასაც მოჰყვება საკვები ნივთიერებებით მდიდარი სმუზი ან კვება, რომელიც შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, პროტეინს, მწვანილს და ბოჭკოს.
ჩაანაცვლეთ რაფინირებული ფქვილისგან დამზადებული მაკარონი, ბრინჯი, პური და ნამცხვრები. ისინი გავლენას ახდენენ სისხლში შაქრის დონეზე.
ფსიქოლოგიური სტრესი
ქრონიკული სტრესი ასოცირდება ანთებასთან. ხილისა და ბოსტნეულის ჭამა დაგეხმარებათ ვიტამინების, მინერალების, ფლავონოიდების და კაროტინოიდების მიღებაში, რაც ხელს უწყობს ფსიქიკურ კეთილდღეობას. ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა ავოკადო, არაქისის კარაქი და ორაგული, ასევე აძლიერებს გონებას.
საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთება
ჯანჯაფილი სასარგებლოა მასში არსებული ნაერთის წყალობით, რომელსაც ჯინჯეროლი ჰქვია. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ის ხელს უწყობს ანთების, შეშუპებისა და ტკივილის შემცირებას. გარდა ამისა, რეკომენდაციაა პრობიოტიკებით მდიდარი საკვების მიღება, ისევე როგორც ბოჭკოთი მდიდარი საკვების, როგორიცაა ჩიას თესლი, ვაშლი. ეს დაგეხმარებათ მიკრობიოტას ბალანსის აღდგენაში.
თუმცა, თუ კუჭის პრობლემების გამწვავება გაქვთ, მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ ადვილად ათვისებად საკვებზე, როგორიცაა ბანანი, ვაშლის სოუსი, შვრიის ფაფა, ტოსტი.
ალერგია, ასთმა და კანის ანთება
სასუნთქი სისტემის და კანის გასაძლიერებლად მიირთვით D ვიტამინით მდიდარი საკვები, როგორიცაა ცხიმიანი თევზი და კვერცხი. D ვიტამინი მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ასევე ამცირებს ფილტვებში ანთებას.
თხილს და მარცვლეულს, რომელიც შეიცავს E ვიტამინს, დამტკიცდა, რომ შეუძლია დაეხმაროს ხველას და ასთმას. A ვიტამინი ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას.
რძის პროდუქტების თავიდან აცილება დაგეხმარებათ ამ ტიპის ანთების შემცირებაში. უმეტესობა, ვისაც აწუხებს კანის ანთების ან ალერგიის სიმპტომები, თავს ბევრად უკეთესად გრძნობს რძის პროდუქტების მიღების შეზღუდვისას.