როგორი უნდა იყოს კვება შარდის ბუშტის ჭარბი აქტივობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი უნდა იყოს კვება შარდის ბუშტის ჭარბი აქტივობისას

შეიძლება განიცადოთ სიმპტომების გაუარესება ზოგიერთი საკვებისა და სასმელისგან შარდის ბუშტის გაღიზიანების გამო.

ამან შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომების მატება:

  • ხშირი შარდვა;
  • შარდის ბუშტის სპაზმი;
  • შარდის შეუკავებლობა

ზოგადად, საკმარისი წყლის დალევა ხელს უწყობს ჯანმრთელობას. მაგრამ თუ გაქვთ ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტი მეტი სითხის მიღება იწვევს შარდვის გახშირებას. თუ ეს სითხეები გაზიანია, მათ შეიძლება კიდევ უფრო გააუარესონ სიმპტომები.

ექიმი დაგეხმარებათ განსაზღვროთ რამდენი სითხე უნდა დალიოთ დღეში და რა დროს.

გაითვალისწინეთ, რომ ძალიან მცირე სითხის მიღება ასევე არ არის კარგი. თუ ძალიან ცოტა წყალს სვამთ, შარდი შეიძლება გახდეს კონცენტრირებული, რაც აძლიერებს ნაწლავის გაღიზიანებას.

საკვები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სიმპტომებზე, შესაძლოა განსხვავებული იყოს სხვადასხვა ადამიანში.

რომელი საკვები იწვევს ძლიერ შარდვას?

ზოგიერთი საკვები და სასმელი შეიცავს გამაღიზიანებელ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ გააძლიერონ ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტისგან გამოწვეული სიმპტომები.

შეზღუდეთ:

  • გაზიანი სასმელები;
  • კოფეინირებული სასმელები;
  • ალკოჰოლური სასმელები;
  • სპორტული სასმელები;
  • შოკოლადი;
  • ციტრუსები;
  • პომიდორი და პომიდორზე დაფუძნებული პროდუქტები;
  • ცხარე საკვები;
  • ხელოვნური არომატიზატორებისა და კონსერვანტების შემცველი საკვები;
  • შაქრის ან ხელოვნური დამატკბობლების შემცველი საკვები;
  • თაფლი

ამ პროდუქტების მთლიანად შეზღუდვა შესაძლოა არ იყოს საჭირო, თუმცა აუცილებელია მათი რაოდენობის და მიღების სიხშირის შემცირება.

რომელი საკვები ამსუბუქებს ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტის სიმპტომებს

მნიშვნელოვანია მოერიდოთ საკვებს, რომელმაც შეიძლება გააღიზიანოს ბუშტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ განკურნავს მდგომარეობას, მნისვნელოვნად შეამსუბუქებს სიმპტომებს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მიჰყვებოდნენ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, აღენიშნებოდათ ნაკლები სიმპტომები.

შარდის შეუკავებლობის და პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეები ნაკლებ სიმპტომებს აფიქსირებდნენ უცხიმო დიეტის დროს.

ხილი, რომელიც ხელს უწყობს შარდის ბუშტის ჯანმრთელობას, მოიცავს:

  • ვაშლი;
  • ყურძენი;
  • ქოქოსი;
  • საზამთრო;
  • მარწყვი;
  • მაყვალი

ბოსტნეული, რომელიც ხელს უწყობს შარდის ბუშტის ჯანმრთელობას, მოიცავს:

  • ბროკოლი;
  • კიტრი;
  • კალე;
  • სტაფილო

ბოჭკოთი მდიდარი საკვები დაგეხმარებათ შეკრულობის თავიდან აცილებაში. ყაბზობამ შეიძლება დამატებითი ზეწოლა მოახდინოს შარდის ბუშტზე.

ბოჭკოთი მდიდარი საკვები მოიცავს:

  • ოსპს;
  • ლობიოს;
  • ქერს;
  • ქატოს;
  • შვრიას;
  • ნუშს

პროტეინები ასევე აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. ცილის კარგი წყაროა:

  • თევზი;
  • ქათამი;
  • კვერცხი

აუცილებლად ესაუბრეთ ექიმს თქვენი ინდივიდუალური კვების საჭიროებებზე. მათ შეუძლიათ დაგეხმაროთ თქვენთვის შესაფერისი დანამატების დადგენაში.