რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    საშიშია თუ არა ყურსასმენები ყურის ჯანმრთელობისთვის - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    საშიშია თუ არა ყურსასმენები ყურის ჯანმრთელობისთვის

    ამით იდეალურ პირობებს ქმნით სმენის არხში ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის განვითარებისთვის.

    საქმე იმაშია, რომ ჰაერის დაბლოკვით, სმენის არხში იქმნება თბილი და ნოტიო გარემო, რომელშიც ბაქტერიები და სოკოები ხარობენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, არ გამოიყენოთ ყურსასმენები რეგულარულად ან დიდი ხნის განმავლობაში. ამასთან საჭიროა რეგულარულად გაწმინდოთ ისინი სპირტიანი ხელსახოცით. ასევე რეკომენდებულია ერთჯერადი ყურსასმენების გამოყენება, თუ ყურებს იცავთ ღამით ხმაურისგან.

    კიდევ ერთი საშიშროება, რომელიც დაკავშირებულია ყურსასმენებთან, არის სმენის დაქვეითება, რადგან უცხო სხეულის სმენის არხში მოთავსებისას, გოგირდს შიგნით ვუბიძგებთ, რაც ბლოკავს მას.

    გოგირდის საცობები ასევე ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას, რადგან ის აფერხებს ჰაერის მიდინებას სმენის არხში.

    გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ყურსასმენებით რეგულარულად ხმამაღალი მუსიკის მოსმენა, ხელს უწყობს სმენის დაქვეითებას და ყურებში ხმაურის წარმოქმნას, რადგან ხდება შიდა ყურის უჯრედების დაზიანება.

    2022 წელს ჟურნალში BMJ Global Health გამოქვეყნებული გლობალური კვლევის ავტორები გვაფრთხილებენ, რომ მილიარდზე მეტი მოზარდი და ახალგაზრდა მთელს მსოფლიოში სიყრუის საფრთხის წინაშეა, რადგან ისინი მუდმივად უსმენენ მუსიკას ყურსასმენებით 105 დეციბელზე მეტი ხმის სიხშირით. უსაფრთხო მოცულობის ბარიერი არის 80 დეციბელი მოზრდილებისთვის და 75 დეციბელი ბავშვებისთვის. თუმცა არის სიტუაციები, როდესაც ყურსასმენები შეუცვლელია, მაგალითად, როცა ხმაურიან გარემოში დაძინება გჭირდებათ.