რამდენი წამი უნდა დავალბოთ ორცხობილა ცხელ ჩაიში?
თუ დროს გადავაჭარბებთ ორცხობილაც და ჩაიც უსიამოვნო იქნება. ბრიტანეთში გამოთვალეს, რომ ამის გამო ქვეყანაში ყოველ კვირა ექვს მილიონზე მეტი ორცხობილა იყრება. ორცხობილების მნიშვნელოვანი დანაკარგის გათვალისწინებით, დიდი ბრიტანეთი განიხილავს, როგორ გადაარჩინოს ერი „ზედმეტად დალბობისგან“.
ამ საკითხში მთავარი ექსპერტია ჰელენ პილჩერი, მეცნიერებათა დოქტორი, უჯრედული ბიოლოგიის სპეციალობით, პოპულარული სამეცნიერო წიგნებისა და სტატიების ავტორი. მას ხელთ ჰქონდა 60 °C-დან 65 °C-მდე ტემპერატურის შეუზღუდავი რაოდენობით ჩაი და რამდენიმე პოპულარული ჯიშის ორცხობილა - განსხვავებული ტექსტურით, სტრუქტურით, გემოთი და ზომით. ყველა ეს ფაქტორი გავლენას ახდენს ჩალბობის მაჩვენებლებზე, ამბობს პილჩერი.
ექსპერიმენტის დროს, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდა, ექიმმა ყოველი ორცხობილა ვერტიკალურად შუამდე ჩადო ახლად მომზადებულ ჩაის ფინჯანში რძით, მაგრამ შაქრის გარეშე. მისი ექსპერიმენტების დროს პილჩერმა აღმოაჩინა დალბობის ოპტიმალური დრო - აღმოჩნდა, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც ორცხობილები, რომლებიც შთანთქავენ სითხეს, იძენენ თავიანთი მასის დამატებით 20%-ს. ამ ეტაპზე საკონდიტრო ნაწარმი აღწევს საუკეთესო ეფექტურობას როგორც გემოთი, ასევე სტრუქტურის მხრივ.
ზოგიერთი ორცხობილის დალბობის ოპტიმალური დრო:
• ფხვიერი ორცხობილისთვის - 0,3 წამი;
• ქატოს ორცხობილისთვის - 0,4 წამი;
• შვრიისთვის - 0,5 წამი;
• ბისკვიტისთვის - 0,6 წამი.
გარდა ამისა, ექსპერტმა აღმოაჩინა, რომ ოპტიმალური ჩალბობის დრო მნიშვნელოვნად იზრდება, თუ თქვენ ირჩევთ ორცხობილას შოკოლადის საფარით. ეს იმიტომ ხდება, რომ შოკოლადი ქმნის „დამცავ ფენას“ და ართულებს სითხის შეწოვას. ამ ვარიაციებისთვის ოპტიმალური ჩალბობის დრო გაიზარდა სამი წამით. თუ ორცხობილა მთლიანად დაფარულია შოკოლადით, მაშინ ჩაიში უნდა გააჩეროთ 6,5 წამის განმავლობაში.