ბროწეულის მარცვლის ზეთი აძლიერებს ტვინის ფუნქციონირებას მსუბუქი შემეცნებითი დაქვეითების დროს
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეები, რომლებიც მოიხმარენ ბროწეულის მარცვლის ზეთს აჩვენებენ მნიშვნელოვნად უკეთეს შემეცნებას, მეხსიერებას, ინფორმაციის დამუშავებას. ეს დასკვნები ხაზს უსვამს ბროწეულის ზეთის გამოყენების მნიშვნელობას მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების მქონე ადამიანებისთვის.
ბროწეული მდიდარია პოლიფენოლებითა და ცხიმოვანი მჟავებით, ცნობილია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებებით.
ბროწეულის ეფექტურობა შეზღუდული კლინიკური კვლევების მიხედვით დადებითი იყო, განსაკუთრებით ნევროლოგიურ სფეროში. კვლევებმა აჩვენა, რომ ბროწეულის წვენის მოხმარებამ 12 თვის განმავლობაში გამოიწვია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მეხსიერება.
თაგვის მოდელების გამოყენებით კვლევებმა აჩვენა, რომ ბროწეულის წვენს შეუძლია დათრგუნოს და შეცვალოს ალუმინის ქლორიდის (AlCl3) მიერ გამოწვეული ნეიროტოქსიკურობა, რაც იწვევს სხეულის წონის, სწავლის, სივრცითი მეხსიერების და ნეიროტრანსმიტერების უკეთეს შედეგებს. გასაკვირია, რომ ეს ეფექტები აღინიშნა ბროწეულის წვენის დაბალი კონცენტრაციის დროსაც კი, რაც მოწმობს მის ძლიერ ნეიროპროტექტორულ ეფექტს.
მსუბუქი კოგნიტური დაქვეითება ეხება პერიოდს, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების დაქვეითება და კოგნიტური დაქვეითება, რომელიც ადამიანს ხელს არ უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში. ის წინ უსწრებს ბევრად უფრო მნიშვნელოვან კოგნიტურ გაუარესებას, რომელიც დაკავშირებულია დემენციასთან და ალცჰაიმერის დაავადებასთან.
ოქსიდაციური სტრესი გამოვლინდა, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი ნევროლოგიური და კოგნიტური მდგომარეობის პათოლოგიებში. ჯმეცნიერება სულ უფრო მეტად მიმართავს საკვებს და დიეტას, როგორც პოტენციურ პრევენციულ ინტერვენციებს კოგნიტური დაქვეითების წინააღმდეგ. ხმელთაშუა ზღვის დიეტა ერთ-ერთი ასეთი ინტერვენციაა, ხასიათდება უპირატესად მცენარეული პროდუქტებით, ჯანსაღი ცხიმებით, დამუშავებული საკვებითა და წითელი ხორცის დაბალი რაოდენობით. ნაჩვენებია, რომ ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფიზიკურ და კოგნიტურ პარამეტრებს.
ბროწეულის მარცვლის ზეთის ეფექტი
ბროწეულის მარცვლები მდიდარია პოტენციურად სასარგებლო, ანტიოქსიდანტების შემცველი საკვები ნივთიერებებით, რაც კიდევ ერთი პრევენციული ჩარევაა ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
თუმცა, არცერთ კვლევას არ გამოუკვლევია ბროწეულის ზეთის სარგებელი ადამიანის მოდელებში. შესაბამისად, ამ კვლევის შედეგები არ წარმოადგენს პირდაპირ რეკომედაციას.
კვლევის დასკვნები
ერთი წლის განმავლობაში ბროწეულის მარცვლის ზეთის ხუთი წვეთი მნიშვნელოვნად იცავს კოგნიტურ დაქვეითებას და, ზოგიერთ შემთხვევაში, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს.
კვლევის მონაწილეებში გააუმჯობესა ვიზუალური შესაძლებლობები, ინფორმაციის დამუშავების სიჩქარე, სწავლა, ვერბალური ეპიზოდური მეხსიერება და, რაც მთავარია, შემეცნება.
დასკვნის სახით, საკმარისი კლინიკური კვლევების არარსებობის გამო, წინამდებარე კვლევის მიზანი იყო ბროწეულის მარცვლის ზეთის პოტენციური სარგებლის გამოვლენა მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების მქონე ადამიანებში. ამ შედეგებს შეუძლია გააფართოვოს კვლევა ამ სფეროში, რაც შეიძლება დეხმარებოს დემენციის პრევენციას.