საკვები, რომლის მიღებასაც უნდა მოერიდოთ კრონის დაავადების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვები, რომლის მიღებასაც უნდა მოერიდოთ კრონის დაავადების დროს

ზოგიერთმა საკვებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს კრონის დაავადებას, ზოგმა კი შეიძლება შეამსუბუქოს ანთება.

საკვები, რომელსაც უნდა მოერიდოთ არის ნაჯერი ცხიმები, მარილი და შაქარი.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ცხელი და ცხარე საკვები არის კრონის დაავადების სიმპტომების მთავარი გამომწვევი. ამ საკვებმა შეიძლება გააუარესოს ზოგიერთი ადამიანის სიმპტომები და საერთო მდგომარეობა.

საკვები და ინგრედიენტები, რომლებიც შეიძლება იყოს ცხელი ან ცხარე, მოიცავს:

  • ცხელი სოუსები;
  • სანელებლები;
  • ჩილის ფხვნილები ან ხმელი წიწაკა, როგორიცაა პაპრიკა;
  • ახალი წიწაკა

შაქრიანი სასმელები და დესერტები

შაქრის მაღალმა დონემ შეიძლება გაზარდოს ანთება და კრონის დაავადების სიმპტომები.

შეზღუდეთ დამატებული შაქრის შემცველი საკვებისა და სასმელების მიღება, როგორიცაა:

  • ტკბილეული და შოკოლადი;
  • ნაყინი და სხვა დესერტები;
  • ცომეული;
  • შაქრიანი სასმელები, როგორიცაა გაზიანი სასმელები

გარკვეული დამატკბობლები - ზოგიერთ ადამიანში ხელოვნურმა დამატკბობლებმა, როგორიცაა ასპარტამი და საქარინი, შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები.

პოლიოლი არის სხვა დამატკბობლები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს დიარეა დიდი რაოდენობით მოხმარებისას. პროდუქტის ეტიკეტებზე პოლიოლი ხშირად მთავრდება „-ol“-ით, როგორიცაა:

  • ერითრიტოლი;
  • მანიტოლი;
  • სორბიტოლი;
  • ქსილიტოლი

2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, დამატკბობელი სუკრალოზას, ხელს უწყობს ბაქტერიულ დისბალანსს და ანთებას კრონის დაავადების მქონე თაგვების ნაწლავებში. თუმცა, ადამიანებში შემდგომი კვლევაა საჭირო. ასევე, ყველას არ სჭირდება დამატკბობლების თავიდან აცილება.

ცხიმიანი საკვები

ზოგიერთი ადამიანისთვის ცხიმიანი საკვები გამაღიზიანებელია.

თუმცა, ზოგიერთი ცხიმი მნიშვნელოვანია კვებისთვის. თუ აღმოაჩენთ, რომ ცხიმები იწვევს სიმპტომებს, გაითვალისწინეთ ნაჯერი და ტრანს ცხიმების წყაროების შეზღუდვა, როგორიცაა: რძის ცხიმი, პალმის ზეთი, ქოქოსის ზეთი და ზეთები, რომლებიც ეტიკეტირებულია საკვებ პროდუქტებზე, როგორც „ჰიდროგენირებული.

მოერიდეთ წითელ ხორცს და ხორცის ცხიმიან ნაჭრებს, დამუშავებული საკვებს, როგორიცაა სწრაფი კვება, შემწვარი საკვები და დამუშავებული ხორცი, როგორიცაა ძეხვეული.

ლაქტოზა

ლაქტოზა არის შაქარი, რომელიც გვხვდება რძის პროდუქტებში.

კრონის დაავადების მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ლაქტოზას აუტანლობის ალბათობა. ლაქტოზამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს არასასიამოვნო სიმპტომები ადამიანებში, რომელთაც ლაქტოზას აუტანლობა არ აქვთ.

ზოგიერთი რძის პროდუქტი მეტ ლაქტოზას შეიცავს, ვიდრე სხვები, მათ შორისა: რძე, ნაყინი.

გამომდინარე იქიდან, რომ კრონის დაავადების და ლაქტოზას აუტანლობის სიმპტომები შეიძლება მსგავსი იყოს, მიმართეთ ექიმს ამის დასადგენად.

მარილიანი საკვები

მარილს შეუძლია გააუარესოს ანთება და კრონის დაავადების სიმძიმე.

ბოჭკოს შემცველი საკვები

ბოჭკო არის ისეთ საკვებში, როგორიცაა:

  • ხილი;
  • ბოსტნეული;
  • პარკოსნები;
  • მთლიანი მარცვლეული და მარცვლეული, როგორიცაა შვრია, სელის თესლი და ქატო;
  • თხილეული

თუმცა, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კრონის დაავადების მქონე ადამიანებს, რომლებიც არ ერიდებოდნენ ბოჭკოვანი საკვების მიღებას, დაახლოებით 40%-ით ნაკლები ჰქონდათ გამწვავების ალბათობა, ვიდრე მათ, ვინც არ იღებდა ბოჭკოს.

როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია Crohn's and Colitis UK ვარაუდობს, შეიძლება დაგჭირდეთ ბოჭკოების მიღების შეზღუდვა, თუ:

  • თქვენ გაქვთ შევიწროება თქვენს ნაწლავში, გაქვთ გამწვავება;
  • მკურნალობა ვერ ეხმარება მდგომარეობის ან სიმპტომების მართვას.

ხსნადი და უხსნადი ბოჭკო - ბოჭკოს სხვადასხვა ტიპს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული გავლენა ნაწლავზე. ხსნადი ბოჭკო არეგულირებს საჭმლის მონელებას და შთანთქავს წყალს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ყოფნისას. უხსნადი ბოჭკო ხელს უწყობს საკვების სწრაფად გავლას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. შედეგად, უხსნადი ბოჭკო შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი კრონის დაავადების მქონე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით დიარეით ან გამწვავების დროს.

უხსნადი ბოჭკოთი მდიდარი საკვები მოიცავს:

  • ხორბალს;
  • ქატოს;
  • პარკოსნებს;
  • ბოსტნეულს, როგორიცაა სტაფილო, კომბოსტო და ბრიუსელის კომბოსტო

საბოლოო ჯამში, შეიძლება, რომ ლაქტოზა და ბოჭკო ზოგიერთ ადამიანში აუარესებდეს სიმპტომებს, განსაკუთრებით გამწვავების დროს. თუმცა, შეიძლება ყველასთვის აუცილებელი არ იყოს ყველა შესაძლო გამომწვევი საკვების მთლიანად ამოღება.

ესაუბრეთ თქვენს ექიმს ან რეგისტრირებულ დიეტოლოგს კვების რჩევისთვის.

დამატებული ინგრედიენტები ან ტოპინგები, როგორიცაა კარაქი ან შაქარი, ასევე შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი.

გარკვეული სასმელები

ზოგიერთი სასმელი შეიძლება შეიცავდეს გამაღიზიანებელ ან ანთებით კომპონენტებს. ეს სასმელები მოიცავს:

  • ალკოჰოლური სასმელები;
  • კოფეინირებული სასმელები, როგორიცაა ყავა, ზოგიერთი ჩაი და ენერგეტიკული სასმელები;
  • შაქრის ან დამატკბობლების შემცველი სასმელები;
  • გაზიანი სასმელები

ამის ნაცვლად, შეეცადეთ მიიღოთ წყალი, უკოფეინო სასმელები.