როგორ შევინარჩუნოთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ფორმაში
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფორმაში შესანარჩუნებლად
ნაწლავის მიკრობიომი დიდ დიდ როლს თამაშობს ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ჯანსაღი ნაწლავი ნიშნავს, რომ გაქვთ უკეთესი საჭმლის მონელება და გაუმჯობესებული იმუნიტეტი. მას ასევე შეუძლია როლი შეასრულოს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობების პრევენციაში, როგორიცაა გულის დაავადება და ავტოიმუნური მდგომარეობაში.
შესაძლოა, უკვე იღებთ პრობიოტიკებს და მიირთმევთ უფრო მეტ მცენარეულ საკვებს თქვენი ნაწლავის ბედნიერების შესანარჩუნებლად. მაგრამ არის ნაკლებად ცნობილი და თანაბრად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ მიკრობიომის ოპტიმიზაციისთვის. ეს არის ვარჯიში.
როგორ უწყობს ხელს ვარჯიში ნაწლავების ჯანმრთელობას
ვარჯიში არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზა, რომლითაც შეგიძლიათ გააძლიეროთ თქვენი ნაწლავის მიკრობიომი.
ვარჯიში აუმჯობესებს ნაწლავების ჯანმრთელობას, რადგან:
აუმჯობესებს ნაწლავის მოძრაობას
საჭმლის მომნელებელ ტრაქტს აქვს თავისი რიტმი, რომლის აჩქარება ან შენელება იწვევს პრობლემებს. რეგულარული ვარჯიში საშუალებას აძლევს ნაწლავებს იპოვონ თავისი სრულყოფილი ტემპი. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი არის კუნთი და ფიზიკური აქტივობა კარგია ყველა კუნთისთვის, ნაწლავების ჩათვლით.
როცა ფიზიკურად არააქტიურები ვართ, ნაწლავის კუნთებიც ნაკლებად აქტიურდები არიან. დროთა განმავლობაში ისინი კარგავენ ბუნებრივ კოორდინაციასა და ძალას.
ვარჯიში აძლიერებს ცირკულაციას
ვარჯიშის დროს გულის ტუმბო უფრო ძლიერად და სწრაფად მუშაობს, რათა კუნთებს დამატებითი სისხლი და ჟანგბადი მიაწოდოს, რაც დადებითად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში, მათ შორის ნაწლავებსა და სხვა ორგანოებში. როდესაც თქვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტს სისხლის ნაკადი კარგად მიეწოდება, ის ხდება უფრო ძლიერი, ჯანმრთელი და უკეთ შეუძლია შეინარჩუნოს ჯანსაღი ბაქტერიების სწორი ბალანსი.
ატონიზირებს საჭმლის მომნელებელ კუნთებს
ფიზიკური აქტივობა აძლევს კუნთებს დიდ ტონუსს. როდესაც ფორმაში ხართ, ნაწლავის კუნთებიც უფრო ძლიერი და ეფექტური ხდება. ნაწლავი კუნთებს არასასურველი ნარჩენების სრულად გამოსადევნად იყენებს.
აძლიერებს პერისტალტიკას, ხოლო მაღალი ხარისხის პერისტალტიკა ნიშნავს, რომ ნაწლავები უფრო ეფექტურად იცლება.
ინარჩუნებს მეტაბოლიზმის სიჯანსაღეს
მეტაბოლიზმი არის სხეულის კალორიების ენერგიად გადაქცევის პროცესი. ფიზიკური აქტივობა გეხმარებათ ამ პროცესის შენარჩუნებაში ან დაჩქარებაში, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და უკეთეს ბალანსს თქვენს ნაწლავებში.
თუ მეტაბოლიზმი შენელდება, სხეულმა უნდა აირჩიოს რომელი ფუნქციებია უფრო მნიშვნელოვანი. ორგანიზმი ხედავს საჭმლის მონელებას, როგორც უფრო დაბალ პრიორიტეტს, ვიდრე სასიცოცხლო ორგანოების ფუნქიებს, როგორიცაა გული, ფილტვები და ტვინი. ის გარკვეულ ენერგიას ართმევს ნაწლავებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ცუდი ბაქტერიების ჭარბი ზრდა, ბაქტერიების გადაადგილება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სხვა ქსოვილებში ან ორგანოებში.
ვარჯიში აუმჯობესებს ძილს და შესაბამისად, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას
საკმარისი ძილი კარგია ნაწლავებისთვის, მაგრამ ეს ხშირად არც ისე მარტივია. თუ გიჭირთ დაძინება, ვარჯიში შეიძლება იყოს თქვენთვის საჭირო ბუნებრივი საშუალება.
როდესაც გძინავთ, თქვენი სხეული, მათ შორის ნაწლავები, აღადგენს თავის თავს, ანადგურებს ნარჩენებს და აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას.
როგორ ვივარჯიშოთ ჯანსაღი ნაწლავისთვის
ვარჯიშის სარგებელი ნაწლავების ჯანმრთელობისთვის შთამბეჭდავია და შედეგის მისაღწევად ყოველთვის არ არის საჭირო სპორტდარბაზში წასვლა ან დაძაბული პროგრამის შესრულება. ვარჯიშის გასაღები თქვენზე მორგებული რიტმის და ინტენსივობის შერჩევაა.
თუ დიდი ხანია არ გივარჯიშებთ, მაშინ სწრაფი სიარული შეიძლება თქვენთვის სასარგებლო იყოს. თუ უკვე რეგულარულად ვარჯიშობთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ აკეთებთ საკმარისად ენერგიულ ვარჯიშებს, რაც თქვენს გულს უკეთესად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს.
ვარჯიშები, რომლებიც სასარგებლოა ნაწლავისთვის
რა სახის ვარჯიში გჭირდებათ ჯანსაღი ნაწლავისთვის?
შეასრულეთ ნებისმიერი ტიპის აერობული ვარჯიში, რომელიც მოგწონთ და ეს შეესაბამება თქვენს გრაფიკსა და ფიტნეს დონეს. დალაგება, მისაღები ოთახის მტვერსასრუტით გაწმენდა ან ცეკვა შეიძლება იყოს აერობული ვარჯიში.
იდეალურ შემთხვევაში, უნდა ივარჯიშოთ კვირაში ხუთი დღე 30 წუთიანი ვარჯიში, მაგრამ თუ ამ მიზანს ვერ მიაღწევთ, არ დანებდეთ. ნებისმიერი აქტივობა უკეთესია, ვიდრე არცერთი.
დაიწყეთ ნელა - თუ ახლა იწყებთ ვარჯიშს, გამოიჩინეთ სიფრთხილე.
ნუ დაიტვირთავთ თავს სწრაფად, ამან შეიძლება კუნთების დაძაბვა გამოიწვიოს.
გამოიჩინეთ სიფრთხილე გულის დაავადებების დროს.
თუ გაქვთ გულის ან ფილტვის დაავადება, ესაუბრეთ თქვენს ექიმს,სანამ რაიმე სახის ვარჯიშს დაიწყებთ.
გულისცემის მომატება ვარჯიშისას, როგორც წესი, კარგია, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს უსაფრთხო გულის გარკვეული დაავადებების დროს.