როგორ მოვიწმინდოთ ცხვირი სწორად
ლორწო იხსნება კუჭის მარილმჟავაში და არ აზიანებს ჯანმრთელობას.
ცხვირის ლორწო გვიცავს მტვრისგან, ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოვანი ფლორისა და ალერგენებისგან, ათბობს და ატენიანებს ჩასუნთქულ ჰაერს. თუ ინფექცია, ალერგენები ან მტვერი მოხვდება ცხვირში, მაშინ მეტი ლორწო გამომუშავდება, ის გროვდება ცხვირის ღრუში, იწვევს შეშუპებას და უხვად მიედინება ხახის უკანა კედელზე. სინამდვილეში, ამ მომენტში საუბარია სურდოზე
სურდოს შემთხვევაში ლორწოში არსებული ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი ფლორა, გადაყლაპვისას, შეიძლება მოხვდეს სასუნთქი გზების შუა და ქვედა ნაწილში და გამოიწვიოს ტრაქეის, ბრონქების და ფილტვების ანთება.
ამიტომ, უმჯობესია ცხვირის გამოწმენდა. ამ გზით ასუფთავებთ ცხვირს ლორწოსგან და უცხო ელემენტებისაგან, რაც ეხმარება ორგანიზმს უფრო სწრაფად გაუმკლავდეს დაავადებას.
თავდაპირრველად უნდა გამოდევნოთ ლორწო ცხვირის ერთი ნახევრიდან, მეორეზე კი თითი დაიფაროთ. ეს თავიდან აგვაცილებს სინუსიტისა და ოტიტის განვითარებას.
ლორწოს შეწოვა საზიანოა - ის შეიძლება მოხვდეს ცხვირის დანამატ ღრუებსა და სმენის მილში, რომლებიც ყურს ცხვირთან აკავშირებს, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს სინუსიტისა და შუა ოტიტის განვითარება.