შაკიკი და ნაწლავის ანთებითი დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უკავშირდება შაკიკი ნაწლავის ანთებითი დაავადების გაზრდილ რისკს

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ შაკიკს შეუძლია პოტენციურად გაზარდოს სხვა მდგომარეობების განვითარების რისკი, მათ შორის ინსულტის, გულის დაავადების, ეპილეფსიის, ძილის პრობლემების, შფოთვის და დეპრესიის.

შაკიკი ასევე დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ზოგიერთ დაავადებასთან, მათ შორის ნაწლავის ანთებით დაავადებასთან (IBD).

სამხრეთ კორეის სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მედიცინის კოლეჯის მკვლევარები ამბობენ, რომ შესაძლოა ასევე არსებობდეს კავშირი შაკიკსა და IBD-ის გაზრდილ რისკს შორის, რომელიც არის ქოლგა ტერმინი და მოიცავს კრონის დაავადებას, წყლულოვან კოლიტს.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში - Scientific Reports.

შაკიკი და IBD: გასაკვირი კავშირი

დოქტორ ბრუკს დ. კეშის, პროფესორისა და ტეხასის UTHealth Houston-ის გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიისა და კვების განყოფილების უფროსის თქმით, რომელიც არ იყო ჩართული ამ კვლევაში, გასტროენტეროლოგიის სფერო მრავალი წლის განმავლობაში აღიარებს, რომ შაკიკი ასოცირდება კუჭ-ნაწლავის ქრონიკულ დაავადებებსა და სინდრომებთან.

„ამ მოხსენებაში მოცემული მონაცემები მხარს უჭერს წინა ანგარიშებს შაკიკსა და IBD-ს შორის კავშირის შესახებ“,- განაცხადა ექიმმა კეშმა.

შეიძლება თუ არა შაკიკმა გაზარდოს ნაწლავის ანთებითი დაავადების რისკი?

მიმდინარე კვლევისთვის მკვლევარებმა გაანალიზეს 10 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები სამხრეთ კორეის მოქალაქეების ჯანდაცვის ეროვნული სისტემის მეშვეობით. კვლევის მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს ჰქონდა IBD.

მონაცემების საშუალებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ IBD-ის სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალი იყო იმ ადამიანებში, რომლებსაც ჰქონდათ შაკიკი, მათთან შედარებით, ვისაც არ ჰქონდა.

მეცნიერებმა ასევე განიხილეს მონაცემები კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის შემთხვევების ქვეჯგუფების მეშვეობით. შაკიკის მქონე ადამიანებს ორივე ქვეჯგუფში ჰქონდათ რომელიმე დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკი შაკიკის არ მქონე ადამიანებთან შედარებით.

შაკიკის დიაგნოზის შემდეგ, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები კრონის დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ, რაც მნიშვნელოვნად გაიზარდა 5-წლიანი მეთვალყურეობის შემდეგ.

გარდა ამისა, ქვეჯგუფებში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შაკიკის გავლენა წყლულოვანი კოლიტის განვითარების რისკზე იყო უფრო გამოხატული მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.

კვლევის შედეგები არ არის საბოლოო

ამ დასკვნებზე დაყრდნობით, მკვლევართა გუნდი ვარაუდობს, რომ შაკიკით დაავადებულმა ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ IBD-ს.

თუმცა, დოქტორმა კეშმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი მონაცემები არ ადასტურებს ამ მიდგომას ან რეკომენდაციას.

”შედეგები, საუკეთესო შემთხვევაში, მიუთითებს შაკიკსა და IBD-ს შორის კავშირზე, რაც ჩვენ უკვე ვიცოდით წინა კვლევის საფუძველზე და საჭიროებს შემდგომ შეფასებას. თუმცა, ამ კვლევაში მოხსენებული IBD-ის განვითარების შანსების მინიმალური ზრდა საკმარისი არ არის შაკიკის მქონე პაციენტების გაზრდილი მონიტორინგისთვის კრონის დაავადების ან წყლულოვანი კოლიტის განვითარებისთვის", – დოქტორი ბრუკს დ. კეში

IBD-ის პოტენციური ტრიგერების იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირებისათვის. ექიმს შეუძლია შეამსუბუქოს IBD-ის სიმპტომები, თუ იცის რა შეიძლება იყოს დაკავშირებული მასთან. ხშირად ექიმები არ უსვამენ კითხვებს ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებს, აქვთ თუ არა შაკიკი, ასე რომ, სავარაუდოდ, ეს უფრო ხშირად უნდა გაკეთდეს.

ეს შედეგები ემატება უკვე შედარებით ძლიერ კვლევებს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ქრონიკული ტკივილის სინდრომები სტატისტიკურად უფრო ხშირია ქრონიკული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან დაავადებების მქონე პაციენტებში.

მეცნიერებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომ რომელიმე მიზეზობრივი კავშირი დაამყარონ. მაგრამ ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ზოგიერთი თერაპიული მიდგომის ასახსნელად, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ასევე ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტებში შაკიკთან ერთად.

არის თუ არა ცვლილებები ნაწლავ-ტვინის საკომუნიკაციო გზებში ან სენსორულ აღქმაში ნაწლავურ და ცენტრალურ ნერვულ სისტემებში? ჩართულია თუ არა ნაწლავის მიკრობიომი? არსებობს თუ არა ფსიქოლოგიური და სტრესის შუამავლობით გამოწვეული ფაქტორები? - როდესაც ასეთი კლინიკური ურთიერთობები გამოვლინდება, ექიმებმა უნდა ახსნან თუ რატომ შეიძლება არსებობდეს ეს ურთიერთობები. ამან, თავის მხრივ, შეიძლება მიგვიყვანოს უფრო მიზანმიმართული და ეფექტური თერაპიის შემუშავებამდე, რომელსაც შეუძლია მრავალი სიმპტომის, სინდრომის მოგვარება.

IBD გამწვავება და შაკიკი ხშირად ერთდროულად ხდება, იმის გამო, რომ შაკიკი დაკავშირებულია სეროტონინის გამოყოფასთან, მკვლევარებმა უნდა გამოიკვლიონ თუ რა როლი შეიძლება შეასრულონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, წვრილ ნაწლავსა და მსხვილ ნაწლავში სეროტონინის გადამტანებმა.