რატომაა საშიში 50 წლის შემდეგ ინტენსიური ვარჯიში
ინტენსიური სპორტული ვარჯიშის დროს უნდა გავითვალისწინოთ სხეულის ასაკობრივი მახასიათებლები.
54 წლის ამერიკელი მსახიობი მეთიუ პერი გარდაიცვალა პიკლბოლის ორსაათიანი თამაშიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ამ ასაკში ჯანმრთელობა შეიძლება არ იყოს საკმარისი მძიმე ფიზიკური დატვირთვისთვის.
50 წლიანების წყევლა. ასე ჰქვია ცხოვრების პერიოდს 45-დან 50 წლამდე, როცა მამაკაცს ჰგონია, რომ შეუძლია ისეთივე დატვირთვის შესრულება, როგორც ახალგაზრდობაში. მაგრამ სხეულის რეზერვები მცირდება, ქოლესტერინი გროვდება სისხლძარღვებში, რაც იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას.
ცუდი ჩვევები აუარესებს სიტუაციას. თუ ადამიანი მისდევს სპორტს, მაგრამ ეწევა ან სვამს, მაშინ სისხლძარღვთა სპაზმის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.
მეთიუ პერი, რომელიც ცნობილია სერიალ "მეგობრებში" შესრულებული როლით, 29 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს ლოს-ანჯელესში, Pacific Palisades-ის რაიონში. მედიკოსებმა ის ჯაკუზში იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე ნარკოტიკები და ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ აღმოჩნდა.