ყავა იცავს ქალებს სიმსუქნისგან
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები The Journal of Nutrition-ში გამოქვეყნდა.
მკვლევარებმა გააანალიზეს აშშ-ს ჯანმრთელობისა და კვების კვლევის მონაცემები, რომელიც ჩატარდა 2003-2006 წლებში. მეცნიერები დაინტერესდნენ ყავის მოხმარების დონეს, ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის პროცენტულ რაოდენობასა და აბდომინალურ სიმსუქნეს შორის (ცხიმოვანი ქსოვილის მუცლის არეში დაგროვება) ურთიერთკავშირით.
გაირკვა, რომ 20-დან 44 წლამდე ასაკის ქალებს, რომლებიც რეგულარულად სვამდნენ დღეში ორ-სამ ფინჯან ყავას, აბდომინალური სიმსუქნის დონე 3,4%-ით ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე იმავე ასაკის ქალებს, რომლებიც არ სვამდნენ ყავას. ხოლო 45-დან 69 წლამდე ასაკის ქალებს, რომლებიც დღეში ოთხ ან მეტ ფინჯან ყავას სვამენ, მუცლის ცხიმი კიდევ უფრო ნაკლები აქვთ. მთლიანობაში, მკლვევარებმა გამოარკვიეს, რომ სხეულის ცხიმის საშუალო პროცენტი ყველა ასაკის ქალებში, რომლებიც დღეში ორ-სამ ფინჯან ყავას სვამენ, 2,8%-ით დაბალია, ვიდრე მათ თანატოლებში, რომლებიც არ სვამენ ყავას. უფრო მეტიც, ეს თანაფარდობა იგივე რჩება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა სასმელი კოფეინს.
მამაკაცებში კავშირი ყავის მოხმარებასა და სხეულის ცხიმის პროცენტულ რაოდენობას შორის გაცილებით ნაკლებად გამოხატულია, ვიდრე ქალებში, მაგრამ ის ასევე არსებობს. ამრიგად, 20-44 წლის მამაკაცებს, რომლებიც დღეში ორ-სამ ფინჯან ყავას სვამენ, აქვთ 1,3%-ით ნაკლები ცხიმი და აბდომინალური ცხიმი 1,8%-ით ნაკლები, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ სვამს ყავას.
„ჩვენი დასკვნები ვარაუდობს, რომ ყავა შეიცავს სხვა ბიოაქტიურ ნაერთებს, გარდა კოფეინისა, რომლებიც არეგულირებენ წონას და პოტენციურად შეიძლება გამოყენებულ იქნას სიმსუქნის საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა წამყვანმა ავტორმა ლი სმიტიანგლიამ რასკინის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი).