დასახელდა უძილობისგან თავის დაღწევის ეფექტური საშუალება
აღნიშნა, რომ მაგნიუმი ამცირებს სტრესს და შფოთვას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას. ღამის დასვენების ხარისხის გასაუმჯობესებლად ის უნდა მიიღოთ დაძინებამდე 30-60 წუთით ადრე.
სტენდიშმა მაგნიუმს უწოდა ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რადგან ის მონაწილეობს ასობით ბიოქიმიურ პროცესში. მისი თქმით, ეს მიკროელემენტი ამცირებს სტრესს და შფოთვას, ასევე ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას.
გარდა ამისა, მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მაგნიუმი უძილობისგან თავის დაღწევაში გვეხმარება.
სტენდიშმა აღნიშნა, რომ მაგნიუმის ეფექტი ძილის ხარისხზე მოითხოვს დამატებით სამეცნიერო კვლევას. თუმცა, იგი თვლის, რომ ბევრმა, ვინც სცადა ეს მეთოდი, შენიშნა მისი ეფექტურობა. შედეგების შესაგრძნობად ნეირომეცნიერმა რეკომენდაცია გაუწია მაგნიუმის მიღებას ძილის წინ 30-60 წუთით ადრე.
ის ასევე გვირჩევს ყოველდღიურ განრიგში ჩავრთოთ საღამოს რიტუალები: გაჯეტების გადადება დილამდე, ტელევიზორის გამორთვა, შხაპის მიღება და სუნთქვითი ვარჯიშების გაკეთება.