რომელი საკვები იწვევს მუცელში ყურყურს
ხშირად ამას ყურადღებას არ აქცევენ, რადგან იშვიათად მეორდება. რაზე მიუთითებს ეს ნიშანი და რამ შეიძლება გამოიწვიოს იგი?
ადამიანი ჩვეულებრივ გრძნობს მუცელში დამახასიათებელ ხმაურს, როცა მშიერია. ასე რეაგირებს კუჭი, როდესაც საკვები დროულად არ მიეწოდება – როცა არ არის მოსანელებელი საჭმელი. და ეს ნორმალური მოვლენაა. ასევე, ყურყური შეიძლება იყოს ნაწლავებში საკვების გავლის გამო.
რომელმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს ეს?
ფიზიოლოგიური შეიძლება ეწოდოს ყურყურს, რომელიც წარმოიქმნება მთელი რიგი პროდუქტების მოხმარების დროს. მათ შორის:
- სხვადასხვა ბოსტნეული და ხილი - კომბოსტო, ვაშლი, ყურძენი;
- პარკოსნები - შეიცავს ნივთიერებებს (ოლიგოსაქარიდებს), რომლებიც ბოლომდე არ იხსნება, რთული ნახშირწყლები ხვდება ნაწლავებში და იქცევა საკვებად ბაქტერიებისთვის. ოლიგოსაქარიდების დაშლისას წარმოიქმნება სხვადასხვა აირები, რომლებიც იწვევენ ყურყურს;
- რძის პროდუქტები - აქ ყველაზე ხშირად მიზეზი ლაქტოზას აუტანლობაა: რძე, ნაწლავებში გადაადგილებისას, იწოვს წყალს, რაც იწვევს გაზებს და დისკომფორტს;
- ყველი - იგივე მიზეზი, რაც რძის შემთხვევაშია;
- ახალი პური - მიზეზი შემადგენლობაში გლუტენის არსებობაა. ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს საკმარისი ფერმენტები მისმოსანელებლად. გარდა ამისა, ყურყური შეიძლება იყოს რეაქცია სტრესზე. ეს ხდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში ნერვული რეცეპტორების არსებობის გამო, გაზები აქტიურად წარმოიქმნება და მათი მოძრაობა უკვე წარმოქმნის ხმაურს.
ნორმა თუ პათოლოგია?
თუ ეს ხდება იშვიათად და დაკავშირებულია სტრესთან ან კვებასთან, მაშინ ეს ნორმალურია. თუ ის ძალიან ხშირად ვითარდება, ხდება რეგულარული და თან ახლავს შებერილობა, მაშინ საჭიროა გასტროენტეროლოგის კონსულტაცია და გამოკვლევა - ანალიზები, ექოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში გასტროსკოპია. საჭირო კვლევების სრულ ჩამონათვალს დაადგენს სპეციალისტი.
პათოლოგიის მიზეზები
სხვადასხვა პათოლოგიურმა ფაქტორებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ყურყური. ამ სიმპტომის გამომწვევ მთავარ პრობლემებს შორისაა:
- გასტრიტი;
- წყლული;
- ღვიძლის, ნაწლავების და საჭმლის მომნელებელი სხვა ორგანოების პათოლოგიები.
მაგრამ ზუსტი მიზეზის დასადგენად და მკურნალობის დასაწყებად, აუცილებლად უნდა გაიაროთ გამოკვლევა. თუ ფიზიოლოგიურია, მაშინ დიეტის კორექცია საკმარისია, მაგრამ თუ პათოლოგიაა, საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა და კონტროლი.