იდეალური საუზმე ნაბახუსევზე
სისხლში შაქრის დონის ამაღლება და ღვიძლის აღდგენა. მან გამოცემა Metro-სთან იდეალური საუზმის ვარიანტი დაასახელა.
შოუმ თქვა, რომ საუზმე ალკოჰოლური ინტოქსიკაციისგან თავდასახსნელად უნდა შედგებოდეს: სამი კვერცხისგან, ნახევარი ჭიქა სოკოსგან, ნახევარი ავოკადოსგან, ერთი ნაჭერი ყველი ფეტასგან, ერთი მუჭა შემწვარი პომიდორისა და წვეთი ზეითუნის ზეთისგან.
დიეტოლოგის თქმით, პროდუქტების ასეთი ნაკრები ორგანიზმს მიაწვდის საჭირო ცილებს, ცხიმებს, ასევე E და B ვიტამინებს. ეს უკანასკნელი, შოუს განმარტებით, ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციონირებას, რომელიც იძულებულია გაძლიერებულად იმუშაოს და ალკოჰოლი გამოდევნოს ორგანიზმიდან.
შოუმ დაამატა, რომ მისი საუზმის რეცეპტში ცილის მაღალი რაოდენობა სწრაფად გაზრდის სისხლში შაქრის დონეს. მისი თქმით, ალკოჰოლური სასმელების, განსაკუთრებით ლუდისა და შაქრიანი კოქტეილების მოხმარების გამო, გლუკოზის დონე შეიძლება მნიშვნელოვნად დაეცეს. მის ასამაღლებლად დიეტოლოგი გვირჩევს საუზმის მიღებას გაღვიძებიდან 90 წუთის განმავლობაში.