რატომაა ძილის წინ ალკოჰოლის დალევა საშიში
ეს დიდ დატვირთვას აყენებს გულს.
ფაქტია, რომ ეთანოლი ადუნებს კუნთებს, მათ შორის დიაფრაგმასაც, რის გამოც ცოტა ხნით წყდება სუნთქვა, რადგან ადგილი აქვს კუნთების გადაჭარბებულ რელაქსაციას.
ჟანგბადის დეფიციტი, რომელიც წარმოიქმნება ამ ფონზე, სახიფათოა, რადგანაც ძილში შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა, ინსულტი ან უეცარი სიკვდილი. ამის თავიდან ასაცილებლად, ალკოჰოლის ბოლო დოზა ძილის წინ არა უადრეს 4 საათით ადრე უნდა მიიღოთ. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.