როგორ გვეხმარება პრობიოტიკები ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და როგორ მივიღოთ ის მარტივად „აქტივიას“ დახმარებით?
ორგანიზმში სწორი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში, მათ ზოგადი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული სარგებელი მოაქვთ. პრობიოტიკებს ხშირად „კეთილ“ ან „მეგობარ“ ბაქტერიებს უწოდებენ. ისინი დიდ როლს ასრულებენ ნაწლავის ჯანმრთელი მიკროფლორის ანუ მიკრობიოტის შექმნაში. თავად მიკრობიოტა კი მნიშვნელოვანია ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.
პრობიოტიკების შესწავლა მე-20 საუკუნის შუა პერიოდში დაიწყო და მას შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს. მეცნიერები ცდილობენ, შეისწავლონ პრობიოტიკები და მათი ეფექტურობა. ასევე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პრობიოტიკების შტამების მიხედვით კლასიფიცირებასა და მათი როლის განსაზღვრაზე საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში.
საჭმლის მომნელებელი სისტემა
პრობიოტიკების ერთ-ერთი მთავარი როლი არის საჭმლის მომნელებელი სისტემის მხარდაჭერა. ეს სასარგებლო მიკროორგანიზმები ხელს უწყობენ ნაწლავის ბაქტერიების ბალანსის შენარჩუნებას, ხელს უშლიან მავნე ბაქტერიების გადაჭარბებულ ზრდას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი პრობლემები, როგორიცაა: შებერილობა, გაზები და დიარეა. პრობიოტიკები ასევე გადამწყვეტ როლს ასრულებენ საჭმლის გადამუშავებისა და მონელების პროცესში.
იმუნური სისტემის მხარდაჭერა
საჭმლის მომნელებელი სისტემის გარდა, პრობიოტიკები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნური სისტემის გაძლიერებაში. იმუნური სისტემის დიდი ნაწილი ნაწლავებშია და ნაწლავის დაბალანსებული მიკრობიოტა აუცილებელია სათანადო იმუნური ფუნქციონირებისთვის. პრობიოტიკები აძლიერებენ ანტისხეულების გამომუშავებას, ასტიმულირებენ იმუნური უჯრედების აქტივობას და ხელს უწყობენ ანთების რეგულირებას, რაც ხელს უწყობს მტკიცე იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას.
განწყობა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა
ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადასტურა კავშირი ნაწლავსა და ტვინს შორის, რომელსაც ხშირად "ნაწლავ-ტვინის ღერძს" უწოდებენ. ნაწლავის დაბალანსებულ მიკრობიოტას შეუძლია დადებითად იმოქმედოს განწყობაზე, შეამციროს სტრესი და შფოთვა, შეამსუბუქოს დეპრესია.
ბალანსის შენარჩუნება ანტიბიოტიკების გამოყენების დროს
ანტიბიოტიკებს ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ისინი არღვევენ ნაწლავის მიკრობიოტის ბალანსს როგორც მავნე, ისე სასარგებლო ბაქტერიების აღმოფხვრითაც. შედეგად დისბალანსი იწვევს დიარეასა და კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემებს. პრობიოტიკები კი ამ დროს ბალანსის აღდგენასა და გვერდითი ეფექტების თავიდან აცილებაში უდიდეს როლს ასრულებს.
პრობიოტიკების მიღების გზები
პრობიოტიკების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა საკვებითა და დანამატებით. ფერმენტირებული საკვები, როგორიცაა იოგურტი, კეფირი, მჟავე კომბოსტო, კიმჩი პრობიოტიკების მდიდარი ბუნებრივი წყაროა.
ყოველდღიურად პრობიოტიკებით მდიდარი რძის ნაწარმის და განსაკუთრებით, იოგურტის მიღება, დაგეხმარებათ იმუნური სისტემას გაძლიერებაში, კუჭ-ნაწლავის სისტემაში უზრუნველყოფს მეგობარი ბაქტერიების მუდმივად არსებობას, ასევე ხელს შეუწყობს ბაქტერიების ბალანსის არსებობას.
ფრანგული ბრენდის „აქტივიას“ იოგურტის ყოველდღიურად მიღების შემდეგ აუცილებლად იგრძნობთ შინაგან ჰარმონიას, ბალანსს და მიხვდებით, რომ თქვენი სხეული ყველა წამოწყებაში მოგყვებათ, იმუნიტეტი - ძლიერია, ხოლო განწყობა - მაღალი. მიზეზი მარტივია. „აქტივიას“ყოველდღიურ რაციონში ჩამატებით თქვენი ორგანიზმი დაიმუხტება მილიარდობით პრობიოტიკების Bifidus ActiRegularis-ის ძალით. Bifidus ActiRegularis პრობიორიკებია, რომლებიც „აქტივიას“ ექსკლუზივია და მხოლოდ ამ პროდუქტში შეხვდებით. Bifidus ბაქტერიები, რომლებიც მსხვილ ნაწლავში ცხოვრობენ, მარტივ მონელებაში ეხმარება ადამიანს.
და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, „აქტივია“ დამტკიცებულია მედიკოსების მიერ.
„აქტივია“დაგეხმარებათ, სწრაფად და მარტივად მოიყვანოთ საკუთარი სხეული და ორგანიზმი მწყობრში, ხილის ნატურალური სიტკბოთი და პრობიოტიკების მუხტით. 14 დღე უწყვეტად „აქტივიას“ იოგურტის მიღება საკმარისია, რომ თქვენს კუჭ-ნაწლავში საჭირო რაოდენობის ბაქტერიები წარმოიქმნას. ეს კი ადამიანის ზოგად ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია.ნაწლავების ჯანმრთელობა მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. იმუნიტეტის 70% ნაწლავებში წარმოიქმნება. მისი პრობიოტიკების და ნატურალური შემადგენლობის წყალობით ზრუნვა ნაწლავების და მთლიანობაში ორგანიზმის ჯანმრთელობაზე მარტივი და გემრიელი ხდება
თქვენს დიეტაში პრობიოტიკებით მდიდარი საკვების ან დანამატების ჩართვა არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი თქვენს ნაწლავში მიკროორგანიზმების ჯანსაღი და ჰარმონიული ბალანსის ხელშეწყობისთვის ზოგადად, თქვენი კეთილდღეობისთვის.
R