ღვიძლს მხოლოდ ალკოჰოლი არ აზიანებს
ცხოველური ცხიმის შემცველი საკვები ასევე საზიანოა ღვიძლის ჯანმრთელობისთვის. ესენია: კარაქი, სალა, მარგარინი, ძეხვეული, ცხიმიანი ხორცი (ცხვრის, ღორის, იხვი, ბატი), ნამცხვრები, ტორტი, ცომეული, ნახევარფაბრიკატები და სწრაფი კვება.
ფრუქტოზის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორგანოზე - გამოიწვიოს მისი ცხიმოვანი გადაგვარება.
ხილი სასრგებლოა, მაგრამ ზომიერად და უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ არატკბილ კენკრას.
ასევე მნიშვნელოვანია შაქრის შეზღუდვა. შაქრის ჭარბი მოხმარება, მათ შორის დესერტებში, წვენებსა და გაზიან სასმელებში, იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მატებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება.
დაკონსერვებული საკვების და ნახევარფაბრიკატების მოხმარებამ ასევე შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორგანოს ჯანმრთელობაზე, რადგან ეს პროდუქტები შეიცავს უამრავ მარილს, კონსერვანტებს და სტაბილიზატორებს.