/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ღვთის საჩუქრები: 17 საკვები პროდუქტი, რომელებიც სასარგებლოა გარეგნულად მსგავსი ორგანოებისთვის

ღვთის საჩუქრები:  17 საკვები პროდუქტი, რომელებიც სასარგებლოა გარეგნულად მსგავსი ორგანოებისთვის
უძველეს დროში ადამიანები ჯანმრთელობას მთლიანად ანდობდნენ ბუნებას და მის საჩუქრებს, დეტალურად იწერდნენ თავიანთ დაკვირვებებს კონკრეტული საკვები პროდუქტის სარგებელო თუ მავნე თვისებების შესახებ.

შეგროვებული ინფორმაციის წყალობით წარმოიშვა სიგნატურის თეორია. ეს არის უძველესი დიაგნოსტიკური სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა მარტივ პრინციპს- ღმერთი, რასაც ქმნის, ყველაფერს ნიშანს ადებს და ეს ნიშანი არის თითოეული ნივთის, პროდუქტის თუ საგნის დანიშნულების გასაღები.

სიგნატურის თეორია წარმოიშვა უძველეს დროში. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის ორგანოს სიჯანსაღეს ან მისი დაავადებისგან განკურნებას ხელს უწყობს გარეგნულად მისი მსგავსი საკვები პროდუქტის მიღება. „ორგანოებისთვის სასარგებლოა გარეგნულად მათ მსგავსი ბოსტნეული და ხილი ”, - წერს ექიმი ანდრეი ლასლაუ.

ასეთი სიგნატურები ეფუძნება ბოსტნეულის, ხილისა და მწვანილის ფერს, ტექსტურას, ფორმას, ასევე იმ გარემოს, რომელშიც ისინი იზრდებიან.

ქვემოთ ვისაუბრებთ 17 საკვები პროდუქტზე, რომელებიც სასარგებლოა გარეგნულად მისი მსგავსი ორგანოსთვის

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

1) კაკალი (ნიგოზი) - თავის ტვინი

2-1701291998.jpg

კაკლის ფორმა და ნაოჭები ძალიან გავს ადამიანის თავის ტვინისას. ის შუაზეც კი არის გაყოფილი ტვინის ორი ნახევარსფეროს მსგავსად. ნიგოზს ტვინის საკვებს უწოდებენ: ის შეიცავს ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ზრდის ტვინის აქტივობას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

2) სტაფილო - თვალი

3-1701292033.jpg

სტაფილო ჭრილში ჩვენს თვალებს ჰგავს. სტაფილო შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს, რაც ბოსტნეულს მკვეთრ ნარინჯისფერ ფერს აძლევს. ბეტა-კაროტინი ამცირებს კატარაქტის განვითარების რისკს და ხელს უშლის ასაკთან დაკავშირებული მხედველობის დაქვეითებას.

3) ნიახური - ძვლები

4-1701292046.jpg

ნიახურის ღეროები ძალიან ჰგავს გრძელ ძვლებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის აძლიერებს ადამიანის ძვლის სტრუქტურას. ბოსტნეული მდიდარია სილიციუმით და ნატრიუმით. ამ უკანასკნელის დეფიციტი იწვევს ძვლების მყიფეობას. ნიახური კი იდეალური საკვები პროდუქტია ორგანიზმში ნატრიუმის დეფიციტის აღმოსაფხვრელად.

4) პომიდორი - გული

5-1701292075.jpg

გაჭერით პომიდორი შუაზე და ნახავთ, რომ ის შიგნიდანაც წითელია და აქვს ოთხი განყოფილება ანუ კამერა, ისევე როგორც ადამიანის გულს. პომიდვრის წვენი მდიდარია B6 ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლძარღვების კედლების გამაგრებაში. პომიდვრის წვენი ამცირებს თრომბოზის განვითარების რისკს. გარდა ამისა, მისი დალევა რეკომენდებულია ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ჰიპერტენზიისა და სტენოკარდიის დროს და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.

5) ავოკადო - საშვილოსნო

6-1701292093.jpg

საშვილოსნო ავოკადოს მსგავსად ნათურის ფორმისაა. ეს ხილი მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე და სიმსივნური წარმონაქმნების განვითარების რისკს.

კვლევებით დასტურდება, რომ კვირაში ერთი ავოკადოს ჭამა განაპირობებს ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებას და ასევე, ხელს უწყობს წონაში კლებას. საინტერესოა, რომ ავოკადოს ყვავილობიდან ნაყოფის მომწიფებამდე პერიოდი, ორსულობის მსგავსად, 9 თვე გრძელდება.

6) შამპინიონი - ყურები

7-1701292111.jpg

შამპინიონი გაჭერით შუაზე და დაინახავთ, რომ მისი ნახევარი ადამიანის ყურის ფორმისაა. ეს სოკო ძალიან სასარგებლოა ჩვენი სმენისთვის- D ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, ამაგრებს ყურის წვრილ ძვლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტვინში ბგერების გადაცემაზე.

7) გრეიპფრუტი და ფორთოხალი - სარძევე ჯირკვალი

8-1701292125.jpg

განივი კვეთით გრეიპფრუტს და ფორთოხალს ქალის სარძევე ჯირკვლის მსგავსი სტრუქტურა აქვს.

ფორთოხალი აუმჯობესებს ლიმფის მიმოქცევას. ლიმფას გამოჰყავს ტოქსინები და პათოგენური მიკრობები ორგანიზმიდან და აძლიერებს ჩვენს იმუნიტეტს.

გრეიპფრუტი შეიცავს სპეციალურ ფიტოქიმიურ ნაერთებს - ლიმონოიდებს, რომლებიც ხელს უშლიან სარძევე ჯირკვლის ქსოვილში კიბოს უჯრედების წარმოქმნას.

8) ყურძენი – ფილტვები

9-1701292139.jpg

ყურძენი ჰგავს ალვეოლებს - წარმონაქმნებს ფილტვებში, რომელთა მეშვეობითაც სისხლი ჟანგბადით არის გაჯერებული. ეს ხილი ამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების რისკს. ყურძენი შეიცავს პროანტოციანიდინს, რომელიც აქრობს ალერგიით გამოწვეულ ასთმის სიმპტომებს.

9) კოჭა (ჯანჯაფილი) – კუჭი

10-1701292162.jpg

ჯანჯაფილის ფესვს ჩვენი კუჭის ფორმა აქვს. ის იდეალურია მათთვის, ვისაც აქვს კუჭის დისფუნქცია, გაღიზიანებული კუჭის სინდრომი, გულისრევა და დილით გულისრევა.

10) კიტრი და ასპარაგუსი - მამაკაცის რეპროდუქციული ორგანო

11-1701292671.jpg

კიტრი და ასპარაგუსი მამაკაცის პენისის ფორმისაა. ეს ბოსტნეული ასტიმულირებს ტესტოსტერონის გამოყოფას და აუმჯობესებს ერექციას.

11) პაპაია – მსხვილი ნაწლავი

12-1701292321.jpg

შუაზე გაჭრილ პაპაიას რომ ჩავხედოთ, მსხვილი ნაწლავი მოგვაგონდება. ეს ხილი ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის გაწმენდას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

12) მარწყვი – კბილები

marwyvi-1701295879.jpg

მარწყვს კბილების ფორმა აქვს. სასარგებლოა ღრძილებიდან სისხლდენის დროს, ასევე კბილის მინანქრის გასამაგრებლად.

13) ზეთისხილი – საკვერცხეები

14-1701292357.jpg

ზეთისხილი გარკვეულწილად მოგვაგონებს ქალის საკვერცხეებს, ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციას და ქალის ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებას.

14) ლობიო – თირკმელები

15-1701292389.jpg

ლობიო ფორმით თირკმელებს წააგავს და რეალურადაც ხელს უწყობს ამ ორგანოს ფუნქციის შენარჩუნებას. ლობიოს ექიმები ხშირად ურჩევენ თირკმელებში, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მიდინარე ანთებითი პროცესების შესამსუბუქებლად. ლობიო ასევე ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების პრევენციას. ლობიოს ნახარშს აქვს შარდმდენი ფუნქცია და შეშუპების დროს სასარგებლოა.

15) ბროკოლი - კიბოს უჯრედები

16-1701292416.jpg

მიუხედავად იმისა, რომ ბროკოლის ყვავილები კიბოს უჯრედებთან ასოცირდება მისი საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა- ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ბროკოლის მიღება კვირაში ორჯერ მნიშვნელოვნად ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.

16) ბანანი - ღიმილი

17-1701292443.jpg

ბანანს ფორმით ადამიანის ღიმილს მოგვაგონებს. ბანანი საუზმეზე ან სამხარზე ნამდვილად გაგაღიმებთ. ეს ხილი ასტიმულირებს სეროტონინის გამომუშავებას, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს განწყობასა და მხიარულებაზე.

ერთი ბანანი საკმარისია იმისთვის, რომ მთელი დღე მშვენიერი განწყობა გქონდეთ.

17) ლეღვის თესლი-სპერმა

18-1701292490.jpg

ლეღვის თესლი წააგავს მამაკაცის სპერმას და სასარგებლოცაა სპერმის სიჯანსაღისთვის- ზრდის მის რაოდენობას, სიჩქარეს და მოძრაობის უნარს.

ჯანმრთელობას ხელი რომ შეუწყოთ (თუნდა არაფერი არ გაწუხებდეთ) აუცილებლად შეიტანეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკვები პროდუქტი კვების რაციონში!

403618854-890281722712464-5527946926450464213-n-1701297208.png

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ყველაზე უკეთ რომელი სასმელი გვიკლავს წყურვილს ცხელ ამინდში
ყველაზე უკეთ რომელი სასმელი გვიკლავს წყურვილს ცხელ ამინდში
მოერიდეთ ყავის, ტკბილი გაზიანი სასმელების ან მაღაზიაში ნაყიდი ბურახის ხშირად სმას სიცხეში.
სრულად
რომელი პროდუქტი იწვევს ყველაზე მეტად წონაში მატებას
რომელი პროდუქტი იწვევს ყველაზე მეტად წონაში მატებას
წამყვანმა ირლანდიელმა დიეტოლოგმა ევა ორსმონდმა დაასახელა პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს წონაში მატებას.
სრულად
სიმსივნის გამომწვევი პროდუქტები დასახელდა
სიმსივნის გამომწვევი პროდუქტები დასახელდა
Medicalxpress კიბოს გამოწვევ პროდუქტებზე ფრანგი მკვლევრების დასკვნას აქვეყნებს. როგორც ევროპელი ექსპერტები
სრულად
სპეციალისტების რჩევაა, ტკბილეულს თამბაქოსავით ვებრძოლოთ
სპეციალისტების რჩევაა, ტკბილეულს თამბაქოსავით ვებრძოლოთ
თამბაქოს პროდუქცია ცალსახად მავნედ არის მიჩნეული ადამიანისთვის. აქედან გამომდინარე შემუშავებულია სხვადასხვა
სრულად
რა დაავადებებს იწვევს ტკბილი გაზიანი სასმელები - მრავალწლიანი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა
რა დაავადებებს იწვევს ტკბილი გაზიანი სასმელები - მრავალწლიანი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა
ბულგარეთისა და რუსეთის მეცნიერები აქვეყნებენ მრავალწლიანი ერთობლივი კვლევის შედეგებს - ტკბილი
სრულად
რატომ იწვევს გაზიანი სასმელები დამოკიდებულებას
რატომ იწვევს გაზიანი სასმელები დამოკიდებულებას
გაზიანი სასმელები ბევრს უყვარს. მაგალითად აშშ-ში თურმე ყოველი მეორე მცხოვრები ყოვედღიურად იყენებს
სრულად
საკვები, რომელიც ნარკოტიკად არის შექმნილი
საკვები, რომელიც ნარკოტიკად არის შექმნილი
მილიარდობით დოლარი იხარჯება ყოველწლიურად იმისათვის,
სრულად
რა უნდა ვიცოდეთ ლიმონათის, პელმენის და ხორცის ნახევარფაბრიკატების შეძენისას
რა უნდა ვიცოდეთ ლიმონათის, პელმენის და ხორცის ნახევარფაბრიკატების შეძენისას
დღევანდელი ჩვენი თემა შეეხება ლიმონათს და ხორცის ნახევარფაბრიკატების. ვისაუბრებთ, თუ რამდენად მავნე ან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ღვთის საჩუქრები:  17 საკვები პროდუქტი, რომელებიც სასარგებლოა გარეგნულად მსგავსი ორგანოებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები