რა შეიძლება იყოს ჰიპერტენზიის მიზეზები ახალგაზრდა ასაკში
ჰიპერტენზია დიაგნოზირებულია, როდესაც წნევის დონე ვერცხლისწყლის 140 და 90 მილიმეტრამდე იზრდება. ეს მდგომარეობა გვხვდება 40 წლამდე და 30 წლამდე ასაკის ადამიანებშიც კი. ეს გამოწვეულია ქრონიკული სტრესით, ცუდი კვებით და უმოძრაო ცხოვრების წესით.
ამიტომ, არ უნდა უგულებელყოთ არტერიული წნევის გაზომვა, ეს მარტივი და იაფი გამოკვლევის მეთოდი საშუალებას გაძლევთ დროულად დაისვათ დიაგნოზი და დანიშნოთ ეფექტური მკურნალობა.
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
ასევე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ადამიანების ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ნფარქტის განვითარების რისკი. პაციენტები, რომლებსაც აქვთ სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის რითმის დარღვევა და გულის იშემიური დაავადება.
სიმპტომები
ჰიპერტენზია უმეტესწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თავის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა, თავბრუხვევა, სახის სიწითლე, დაღლილობა ხშირად მიიჩნევა არტერიული ჰიპერტენზიის დამახასიათებელ სიმპტომებად, თუმცაღა იგივე სიმპტომები იმავე სიხშირით აქვთ ნორმალური არტერიული წნევის მქონე ადამიანებს.
არანამკურნალებმა მკვეთრმა ან ხანგრძლივად არსებულმა არტერიულმა ჰიპერტენზიამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის, თვალების, გულისა და თირკმლების დაზიანების სიმპტომები, სახელდობრ, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, ჰაერის უკმარისობა, მოუსვენრობა. ავთვისებიანი ჰიპერტენზიის დროს მკვეთრად მომატებული წნევა იწვევს ბადურაში (სინათლისადმი მგრძნობიარე მემბრანა თვალის უკანა ნაწილის შიგნითა ზედაპირზე) სისხლჩაქცევას, მის შეშუპებას და, შესაბამისად, მხედველობის დაბინდვას. იშვიათად ძალიან მაღალმა არტერიულმა წნევამ ტვინის შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს გულისრევით, ღებინებით, პროგრესირებადი თავის ტკივილით, ძილიანობით, ცნობიერების დაბინდვით, კრუნჩხვებით, ზოგჯერ კომაც შეიძლება განვითარდეს. ამ მდგომარეობას ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია ეწოდება. ავთვისებიანი ჰიპერტენზიის და ჰიპერტენზიული ენცეფალოპათიის მკურნალობა, გადაუდებელი დახმარება უკიდურესად აუცილებელია.
ფეოქრომოციტომით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელია ძლიერი თავის ტკივილი, აგზნება, გულის ფრიალის შეგრძნება, არითმია, მომეტებული ოფლიანობა, კანკალი და სიფერმკრთალე. ეს სიმპტომები ჰორმონების – ეპინეფრინის და ნორეპინეფრინის – მაღალი დონით არის გამოწვეული. ისინი ფეოქრომოციტომის დროს ჭარბი რაოდენობით სეკრეტირდება.
გართულებები: ხანგრძლივმა ჰიპერტენზიამ შესაძლოა დააზიანოს გული და სისხლძარღვები.
როდესაც წნევა 140/90 მმ ვწყ. სვ.-ზე მაღალია, გულის ზომა იზრდება, მისი კედლები სქელდება, რადგან გულს სისხლის გადასატუმბად უფრო ძლიერად უწევს შეკუმშვა. გასქელებული კედლები მყიფეა, რის შედეგადაც გულის ღრუები სათანადოდ ვერ დუნდება და მათი სისხლით ავსება გაძნელებულია. ეს ცვლილებები განაპირობებს გულის პრე- და პოსტდატვირთვის გაზრდას, რის გამოც არითმია და გულის უკმარისობა ვითარდება.
მაღალი არტერიული წნევა სისხლძარღვების კედლების გასქელებას და მათი სანათურის შევიწროებას (ათეროსკლეროზი) იწვევს, რის გამოც იზრდება ინსულტის, გულის ინფარქტის და თირკმლების უკმარისობის განვითარების ალბათობა.