რატომ არ მოქმედებს კოფეინი ყველა ადამიანზე ერთნაირად
CYP1A2 აკონტროლებს ფერმენტს, რომელიც პასუხისმგებელია მის შეკავებაზე და ორგანიზმიდან გამოდევნაზე. იმას თუ ამ გენის რომელი ვარიანტი გაქვთ, შეუძლია გავლენა მოახდინოს ორგანიზმის მიერ კოფეინის მეტაბოლიზმის სიჩქარეზე.
კოფეინის სიცოცხლის ხანგრძლივობა ორიდან რვა საათამდე. ეს ნიშნავს, რომ მეტაბოლიზმის თავიდებურებიდან გამომდინარე კოფეინი ორგანიზმში მინიმუმ ორი საათი რჩება მაქსიმუმ კი რვა საათი.
ყავა და ტვინი
კოფეინი იერთებს თავის ტვინში არსებულ ადენოზინს და ბლოკავს მას. ადენოზინი კი გვალენას ახდენს ძილის საჭიროებაზე. თუ ბევრ ყავას სვამთ, ორგანიზმი ქმნის მეტ ადენოზინის რეცეპტორს. ამის შემდეგ საჭიროა მეტი კოფეინი, რომ მიიღოთ იგივე ეფექტი. შესაბამისად, ვითარდება კოფეინის ტოლერანტობა. ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად აქვს მეტი ადენოზინის რეცეპტორი, რომლებსაც თუნდაც ყავის ჭარბი რაოდენობა არ ბლოკავს. შესაბამისად ნაკლებად იგრძობა კოფეინის ეფექტი.