რატომ არ არის სასურველი კენკრის სმუზში ბანანის დამატება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ არის სასურველი კენკრის სმუზში ბანანის დამატება

ბანანში შემავალი ფერმენტი ფლავანოლებს ნაკლებად ბიოხელმისაწვდომს ხდის როდესაც ის კენკრასთან არის შერწყმული.

მკვლევარების თქმით, ბანანი კარგი ხილია, რომელიც უნდა მიირთვათ ან დაუმატოთ სმუზზს, რომელსაც არ აქვს ფლავანოლით მდიდარი ინგრედიენტები, როგორიცაა კენკრა, ყურძენი და კაკაო.

ბანანი ტკბილსა და კრემისებრს ხდის სმუზის, მაგრამ ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ბანანისა და კენკრის შერევა შესაძლოა არ იყოს საუკეთესო კომბინაცია, თუ გსურთ ფლავანოლის მაქსიმალური სარგებლის მიღება.

კენკრა არის ფლავანოლის კარგი წყარო, ფლავანოიდის ქვეტიპი, რომელიც გთავაზობთ ჯანმრთელობის სარგებლის ფართო სპექტრს. თუმცა, ჟურნალში Food & Function-ში გამოქვეყნებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ სმუზებში ფლავონოლების დონე მცირდება, როდესაც ფლავონოლებით მდიდარი საკვებ ბანანს ერევა.

თუ მომხმარებელს სურს გაზარდოს ფლავანოლის მიღება ხილის სმუზით, უმჯობესია თავი აარიდოს ფლავანოლის შემცველი საკვების, მაგალითად კენკრის, ისეთ საკვებთან შერწმას, რომელიც შეიცავს პოლიფენოლ ოქსიდაზას მაღალ დონეს, როგორიცაა ბანანი.

რატომ შეიძლება ბანანმა შეამციროს ფლავანოლები კენკრის სმუზში?

ეს შედარებით მცირე კვლევა მოიცავდა მხოლოდ რვა ჯანმრთელ მამაკაცს 25-60 წლის ასაკამდე. მონაწილეებმა მიიღეს ბანანის სმუზი, შერეული კენკრის სმუზთან ერთად. სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ფლავანოლის შემცველობა 84%-ით ნაკლები იყო ბანანის სმუზის მიღების შემდეგ.

კვლევამ აჩვენა, რომ ბანანში არსებული ფერმენტი პოლიფენოლ ოქსიდაზა კენკრაში არსებულ ფლავანოლებს ნაკლებად ბიოხელმისაწვდომს ხდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ნაკლებად შეიწოვება.

ვებისა და დიეტის აკადემიის გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს ადამიანებს ყოველდღიურად 400-600 მილიგრამი ფლავანოლის მიღებას ისეთი საკვებიდან, როგორიცაა ჟოლო, მაყვალი, ვაშლი და მწვანე ან შავი ჩაი.

თუ გსურთ მაქსიმალურად გაზარდოთ ფლავანოლის მიღება თქვენი სმუზიდან, შეგიძლიათ გამოიყენოთ პოლიფენოლ ოქსიდაზას დაბალი შემცველობის მქონე საკვები, როგორიცაა ანანასი, ფორთოხალი, მანგო.

თუ თქვენ ზოგადად ჯანმრთელი ხართ და დაბალანსებულად იკვებებით, ხანდახან ბანანისა და ფლავანოლოთ მდიდარი ხილის სმუზების მიღება დასაშვებია.