სეზონური აფექტური დაავადება, ალერგია, კანის სიმშრალე - რჩევები, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამ პრობლემებს შემოდგომის სეზონზე
თუმცა, უკეთესი შემოდგომისთვის არსებობს რამდენიმე რამ, რაც უნდა იცოდეთ:
სწორად მოემზადეთ გრიპის სეზონისთვის
გრიპი შეიძლება იყოს არაპროგნოზირებადი და სერიოზული, მაშინაც კი, თუ ჯანმრთელი ხართ. პრევენცია საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის და თქვენი ოჯახის დასაცავად, ამიტომ დარწმუნდით, რომ ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა და შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ხალხმრავლობას, დარჩით სახლში.
ფოთოლცვენა შემოდგომის სეზონის ნაწილია ეზოში მუშაობამ კი შეიძლება დაძაბოს და გადატვირთოს გული. ეზოში მუშაობა ვარჯიშია და როგორც ნებისმიერი ახალი ვარჯიშის დაწყება, ეზოში მუშაობა ნელა და თანდათანობით უნდა მოხდეს.
შემოდგომის ალერგია
რაც არ უნდა ლამაზი იყოს შემოდგომა, ის ასევე შეიძლება არასასიამოვნო იყოს სეზონური ალერგიისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის. ალერგიული რინიტი, ვითარდება მაშინ, როდესაც სხეულის იმუნური სისტემა რეაგირებს ჰაერის მტვერზე. ამიტომ, შეძლებისდაგრვარად უნდა მოერიდოთ ალერგენთან კონტაქტს.
სეზონური ემოციური აშლილობა
რაც უფრო მოკლეა დღეები, მზის შუქი ნაკლებია. მზის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სეზონური ემოციური აშლილობა (SAD), დეპრესიის ტიპი, რომელიც გამოწვეულია სეზონების ცვლილებით. ის ჩვეულებრივ იწყება გვიან შემოდგომაზე. არსებობს სტრატეგიები, რომელთა გამოყენება შეგიძლიათ მის თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, სინათლის თერაპიას შეუძლია გააუმჯობესოს ძილი და დაეხმაროს დეპრესიასთან ბრძოლაში. ჩვენი სხეული რეაგირებს ნაცრისფერზე, ცივ ამინდსა და მზის ბუნებრივი შუქის ნაკლებობაზე. სინათლის თერაპია არის იმ ბუნებრივი შუქის ნაკლებობის კომპენსაცია, რომელსაც ვიღებთ მზისგან.
დღის ხანგრძლივობის კლებამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა. დაეხმარეთ თქვენს სხეულს მოერგოს დროის ცვლილებას, წინასწარ შეადგინეთ თქვენი ძილის გრაფიკი და შემდეგ დაიცავით ეს გრაფიკი.
გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი
ცივი ჰაერი მშრალია. ცივი და მშრალი ჰაერის სუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული დაავადებები, როგორიცაა ასთმა, ბრონქიტი, სინუსიტი და ცხვირიდან სისხლდენა. ჰაერის დამატენიანებელს შეუძლია სუნთქვის გაუმჯობესება, ფილტვების პრობლემების შემცირება.
შეინარჩუნეთ კანის ტენიანობა
მშრალი ჰაერი ასევე ნიშნავს კანისა და თმის სიმშრალეს. რეგულარულად გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები. იზრუნეთ თმაზეც, ნაზად დაივარცხნეთ, მოერიდეთ თმის მჭიდროდ შეკვრას.