ესტროგენი და ტვინის ჯანმრთელობა
ნაკლებად აღენიშნებათ ტვინში არსებული თეთრი ნივთიერების დაზიანება.
პოსტმენოპაუზის მქონე 9000 ქალს შორის, მათ, ვისაც ესტროგენის ნორმალური მაჩვენებელი ჰქონდათ სისხლძარღვების ჯანმრთელობის უკეთესი მაჩვენებლები აღმოაჩნდათ.
მეტი ესტროგენი მთელი ცხოვრების განმავლობაში - ან რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხანგრძლივობა - შეიძლება კარგი იყოს ტვინისთვის. ცერებრალური მცირე სისხლძარღვების დაავადება ვითარდება თავის ტვინის მცირე სისხლძარღვების დაზიანების შედეგად. მას შეუძლია გაზარდოს აზროვნების დაქვეითების და დემენციის რისკი.
წინა კვლევამ აჩვენა, რომ ცერებროვასკულური დაავადების სიხშირე იზრდება მენოპაუზის შემდეგ, რაც ხშირად ჰორმონების ნაკლებობას უკავშირდება.
მკვლევარებმა გამოიკვლიეს პოსტმენოპაუზის მქონე 9000 ქალის მონაცემები, რომლებსაც არ ჰქონდათ ცერებრალური მცირე სისხლძარღვების დაავადება კვლევის დაწყებისას. ყველა ქალი გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობდა.
მკვლევარებმა შეისწავლეს ქალების რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობა, ორსულობა და თეთრი ნივთიერების ჰიპერინტენსივობა, რაც ტვინის სისხლძარღვების ჯანმრთელობის ბიომარკერია.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ქალებს, რომლებსაც სიცოცხლის განმავლობაში ჰორმონის ნორმალური ექსპოზიცია აღენიშნებათ, აქვთ თეთრი ნივთიერების ჰიპერინტენსივობის დაბალი მოცულობა.
დასკვნები გამოქვეყნდა ჟურნალში Neurology. კვლევა ჩაატარა კანადის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო კვლევის საბჭომ და კვებეკის კვლევითმა ფონდმა.
ეს კვლევა ხაზს უსვამს რეპროდუქციული ისტორიის კრიტიკულ როლს ქალის ტვინის ფორმირებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ეს შედეგები აჩვენებს რეპროდუქციული ისტორიის ინტეგრირების აუცილებლობას პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში ტვინის ჯანმრთელობის მართვაში. რაც უფრო დიდხანს ნარჩუნდება ქალის რეპროდუქციული ფუნქციები, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მას ექნება ტვინის უკეთესი ჯანმრთელობა მენოპაუზის შემდეგ.