რომელი საშიში დაავადებები ვითარდება სიმპტომების გარეშე
გავრცელებულია აზრი, რომ არტერიული წნევის მომატებისას აღინიშნება თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, კანის სიწითლე. მაგრამ არც ისე იშვიათია ადამიანები, რომლებიც ექიმთან მიდიან სხვა მიზეზის გამო. ექიმი ზომავს მათ წნევას და აღმოაჩენს მაღალ ციფრებს. პაციენტი კი ვერ გრძნობს ამ მაჩვენებლებს.
ათეროსკლეროზი და შაქრიანი დიაბეტი ასევე შეიძლება ადამიანისთვის შეუმჩნევლად განვითარდეს. დაავადების იდენტიფიცირება მხოლოდ ანალიზების ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ვერცერთი სიმპტომით ვერ ვიტყვით, აქვს თუ არა ადამიანს მაღალი ქოლესტერინი. როდესაც სისხლში ლიპიდური ცვლის დარღვევაა: ბევრი ცუდი ქოლესტერინი, ცოტა კარგი, ვითარდება სისხლძარღვების ანთების პროცესები და ყალიბდება ათეროსკლეროზი. მაგრამ ადამიანს არაფერი აწუხებს და შემდეგ უეცრად უვითარდება ინფარქტი.