/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები

-ეს ექომები ზოგინიმას ალბიბს ზოჰინამას ვერ ვიჰებ რაინდა ვეამო ცზიმი მე სხვა ცხიმი არმიყვარს გული მერევა ამოტომ მზესუმზირის ზეთის გარდა ვეტ ვჭამ ვერაფწრს დანიმასაცნუკად ვასხავ ოლეიმას უივე მოხარშულნწიწიბურაში ან კარტოფილზე ნსხვარაკეს არვჭამ.იშვიათად 1სიფრია კობზი ლობიო დანიმასაც უკად ვასხავ. შემწვარ მოხრაკულსნარაფწრს ვჭამ.თევზი მლაშეანუმარილოც კი მლაშეა და ვერ ვჭამ მე წმევას მოწევს ისე მემლაშება ვერც ხორცეულიბას ვერ ვჭამ გულინმერევა რძის ნაწარმზეც არმიყვარს ზოგა ვწრ ვინელებ .ვერც ვმკურნალობ თავს.ამდენინფულინარარისნრომნძირიანა ჩავუტარო კვლევა როცა გადაადგიკება მოჭირს ტახიკარდიის განომჰოდა ვერ ვუგებ რა ვჭამონრომ ქოლესტერინი არმომემატოს.ერატი ამზეღს ვჭამდი ცხიმისნსახით და ესეც არვარგაო მეიბნებიან ზეითუნის ეთი უნდა ჭამოვი და გული მერევა ვერ ვჭამ სხვაბცხომს.ვერც კვწრცს ვერ ვჭამ მწუენს.ჰოდა ცზიმინრით მივიღონრომ ქოლესტერინი არამეწიოს?რავეამო მირჩიეთ რა.კარაქინერბონქონი თებზი ზეითუნის სიმინდის ზეთი ვერა ვერ ვჭამ.მარტო ოლეიმას ზეთს ვჭამ დღეში დაახლოებით გამომდოს 3სიფრის კობზი.ხან 2

კატეგორია : რჩევები

-რამდენიმე დღეა მარკვენა ფეზე ქუსლი მოხირს მერე ხან თითებშიც ინაცვლებს და მთლიანი ფეხი მეჭიმება თითქოს უნდა დაბიჟდესო თიმცა არ ბიჟდება. პარალელირად იმავე ფეხზე ზემოდან არც წელია არც დინდული რავიცი სადღაც ამ ადგილებში კუკიზნაკის ადგილას თუ რავიცი რა კიდევ დუნდულის გვერდზე გარეთა მხარეს ბარძაყიდ დასაწყისში დუნდულის ქვეშ გამოდის მგონი ნთლიან ზოლზე ჩადის მერე მუხლამდე ულანა მხრიდან დაღლის თუნდაჭომვის შეგრძენაა და ქუსლინმიხირს მაწიხებს თერფი მერე და მეშენია რატო მაქბს ასე?სულ სახლში ვარ სიარული არმკწევს.ღამითაც ორკერ მქონდა არდამაძონა ვერ ვათავსებდი ფეხს ვერსად. ვწრ ვასვენებდი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რა ფუნქცია აქვს ელემენტ ფოსფორს და რა აფერხებს მის შეწოვას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ფუნქცია აქვს ელემენტ ფოსფორს და რა აფერხებს მის შეწოვას

ის წარმოადგენს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ნუკლეინის მჟავებისა და ვიტამინების საშენ მასალას.

ორგანიზმში ფოსფორი წარმოქმნის ფოსფატებს, რომელთა 85% ძვლებშია თავმოყრილი, დანარჩენი კი უჯრედებშია და ენერგიის წარმოქმნაში მონაწილეობს. ფოსფორს ორგანიზმი არ წარმოქმნის. ის საკვებიდან უნდა მივიღოთ.

ფოსფორი არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ სასიცოცხლო პროცესს. ის კალციუმთან ერთად მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში, ამაგრებს კბილებს.

ფოსფორის ნაერთები უჯრედის მემბრანის საშენი მასალაა. ფოსფატები შედის ნუკლეოტიდებისა და ნუკლეინის მჟავების (დნმ და რნმ) შემადგენლობაში, რომლებიც გენეტიკური ინფორმაციის მატარებლები არიან. ადენოზინტრიფოსფატი (ატფ) ენერგიის უნივერსალური წყაროა. მისი ერთ-ერთი კომპონენტია ფოსფორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის შენახვასა და გადაცემაში და ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ რეაქციებში. გარდა ამისა, ფოსფატი აუცილებელია როგორც კოფაქტორი B ჯგუფში შემავალი არაერთი ვიტამინის ფუნქციონირებისათვის. ფოსფორი ასევე არეგულირებს მჟავატუტოვან წონასწორობას.

ფოსფორის შეწოვას ხელს უწყობს აქტიური D ვიტამინის მაღალი დონე და pH-ის მომატება, ხოლო რკინა, ალუმინი და კალციუმი აფერხებს. მარცვლეულში არსებული ფოსფორის ბიოშეღწევადობა დაბალია, რადგან ის ძირითადად ფიტინის მჟავასთან არის შეკავშირებული. მნიშვნელოვანია ფოსფორისა და კალციუმის თანაფარდობა. როცა საკვებში ფოსფორის რაოდენობა კალციუმისას ორჯერ აღემატება, წარმოიქმნება უხსნელი მარილები, რომლებიც სისხლძარღვის კედელში გროვდება და მის სიმყიფეს იწვევს.

ფოსფატების ცვლას ფარისებრახლო ჯირკვლების ჰორმონები და D ვიტამინი არეგულირებს.

ფოსფორი ბუნებრივად გვხვდება: ხორცში, თევზში, რძეში, ბოსტნეულში, თხილეულში, ბრინჯში, შვრიაში, პარკოსნებში.

ცხოველური საკვებიდან ფოსფატები გაცილებით უკეთ შეიწოვება.

ფოსფორის ქრონიკული დეფიციტი, ქრონიკული ჰიპოფოსფატემია, ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი დიდი ხნის განმავლობაში გაძლიერებულად კარგავს ფოსფორს.

ფოსფორის დეფიციტი იშვიათია, რადგან ეს ელემენტი, თითქმის ყოველგვარ საკვებში მოიპოვება და სწორი და დაბალანსებული კვებით დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება შესაძლებელია.

დეფიციტის სხვა მიზეზებია: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპერპარათირეოზი - ფარისებრი ჯირკვლის მიერ პარათირეოიდული ჰორმონის ჭარბი გამომუშავება, D ვიტამინის დეფიციტი, ქრონიკული დიარეა, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება, შარდმდენი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, შეწოვისპროცესის დარღვევა.

მწვავე შემთხვევებში, როდესაც სისხლში ფოსფორის დონე მოულოდნელად სახიფათო დონემდე ეცემა, ჰიპოფოსფატემია ვლინდება გულის რიტმის დარღვევით, ნერვიულობით, პარესთეზიით, კრუნჩხვით.

მსუბუქი ქრონიკული ჰიპოფოსფატემია გამოიხატება ძვლის მინერალიზაციის დარღვევით, კუნთების სისუსტით, უმადობით. ფოსფორის ნაკლებობას ბავშვებში შესაძლოა თან ახლდეს ზრდის შეფერხება ან ზრდასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

კვებით გამოწვეული ჰიპერფოსფატემია ჯანსაღ ადამიანებთან ძალიან იშვიათია. საკვებიდან მიღებული ფოსფატები ნაწლავებიდან სისხლში გადადის, იქიდან კი მთელ სხეულში ნაწილდება. ჭარბი ფოსფატები თირკმელებით გამოიყოფა. რაც უფრო მეტ ფოსფატს ვიღებთ საკვების საშუალებით, მით უფრო მეტად იტვირთება თირკმელები. მაგრამ როდესაც ეს მექანიზმი ირღვევა, – მაგალითად, თირკმლის უკმარისობის დროს, როცა თირკმელები ვერ გამოყოფენ საკმარისი რაოდენობის ფოსფორს, ვითარდება ჰიპერფოსფატემია.

თირკმლის მძიმე დისფუნქციით გამოწვეული ჰიპერფოსფატემიის დროს კალციუმი უერთდება ფოსფორს. შედეგად წარმოიქმნება კრისტალები, რომლებიც შესაძლოა სისხლძარღვებში დაგროვდეს და ამით ხელი შეუწყოს სისხლძარღვების კალციფიკაციას, რაც, თავის მხრივ, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

რისკ - ჯგუფში არიან ის ადამიანებიც, რომლებსაც აქვთ ჰიპოპარათირეოზი - პარათირეოიდული ჰორმონის დონის დაქვეითება, რადგან ამ დროს იზრდება ფოსფორის შეწოვის სიჩქარე.