რა უნდა გააკეთოთ, თუ სიცხის გამო ტრანსპორტში თავი ცუდად იგრძენით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა გააკეთოთ, თუ სიცხის გამო ტრანსპორტში თავი ცუდად იგრძენით

შენობაში, თბილ სეზონზე ოპტიმალური ტემპერატურად ითვლება 22-25 ° C, ხოლო ოპტიმალური ფარდობითი ტენიანობა მინიმუმ 50%. ხშირად ჩვენს ავტობუსებში და მეტროში თუ მატარებლის ვაგონებში არ მუშაობს ან საერთოდ არ აქვთ კონდიციონერი.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველაზე ეფექტურია ასეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის თავიდან აცილება, სულ მცირე, შუა დღის განმავლობაში, სიცხის პიკზე.

ჩახუთულ სივრცეში მნიშვნელოვნად ქვეითდება შრომის უნარი და შეიძლება გაუარესდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ სუნთქვის დროს ადამიანი მოიხმარს ჟანგბადს, და გამოყოფს ნახშირორჟანგს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერის მუდმივი მიწოდების უზრუნველყოფა.

ოთახებში ჩახუთული ჰაერი ყველაზე ხშირად უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ზოგად კეთილდღეობაზე, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანში ჟანგბადის ნაკლებობისადმი მგრძნობელობის ხარისხზე და მისი სხეულის მდგომარეობაზე.

ჟანგბადის ნაკლებობის მიმართ ყველაზე მგრძნობიარეები არიან ბავშვები, მოხუცები, ორსული ქალები, ასევე ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ზედა სასუნთქი გზების დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნევროლოგიური დაავადებები, სიმსუქნე.

ძირითადი სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს, არის:

  • სიმძიმის შეგრძნება თავის არეში,
  • სისუსტე,
  • გულისრევა,
  • თავბრუსხვევა,
  • „ყურებში შუილი“,
  • დაჯდომის სურვილი,
  • სუნთქვის შეკავება,
  • მომწვანო ელფერი სახის კანზე,
  • ძაფისებური პულსი.

პირველი დახმარება მდგომარეობის შესამსუბუქებლად:

• მჭიდრო ტანსაცმელი უნდა შევხსნათ, გახსენით ფანჯრები, მიაწოდეთ ჟანგბადი. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩაცმულობას: ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ღია, პასტელის ფერის სამოსი უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს. სინთეტიკური ტანსაცმელი ხელს უწყობს სხეულის გადახურებას ცხელ სეზონზე.

• უფრო უსაფრთხო პოზა უნდა დაიკავოთ – დაჯექით ან დაწექით, თუ შესაძლებელია, მშვიდად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ნელა პირით –სუნთქვა დაგეხმარებათ ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერებასა და ზედმეტი ნახშირორჟანგის მოცილებაში.

• სთხოვეთ სხვა მგზავრებს დახმარება, გადაჯექით ფანჯარასთან ჰაერის ნაკადის უზრუნველსაყოფად.

• თუ შესაძლებელია, დალიეთ წყალი და საფეთქლებთან მიიდეთ ცივი ბოთლი ან სველი ცხვირსახოცი.

თუ მიღებულმა ზომებმა სასურველი შედეგი არ მოიტანა, პირველივე გაჩერებაზე უნდა ჩამოხვიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან და გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.