ზაფხულში უსაფრთხოდ სირბილის 5 წესი

- შეეცადეთ ირბინოთ დილის 10 საათამდე ან საღამოს 5 საათის შემდეგ. დაიხურეთ ქუდი და გაიკეთეთ სათვალეებით. დაიცავით კანი ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის მაღალი ხარისხის კრემით.
- სიცხეში აქტიური ოფლიანობის გამო ორგანიზმი უფრო სწრაფად კარგავს ტენიანობას და ფიზიკური დატვირთვის ფონზე ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფად და აქტიურად მიმდინარეობს. ამიტომ, დალიეთ საკმარისი სითხე, მინიმუმ 2000 მლ დღეში.
- აუცილებლად დალიეთ წყალი ვარჯიშის წინ, დროს და შემდეგ. უპირატესობა მიანიჭეთ მინერალურ წყალს, რადგან ოფლიანობისას ორგანიზმი კარგავს არა მარტო სითხეს, არამედ ელექტროლიტებსაც.
- ხანგრძლივი მაღალი ინტენსივობის ვარჯიშისთვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს სპეციალურად შექმნილ სპორტულ სასმელებს, რომლებიც მდიდარია აუცილებელი მიკროელემენტებით, ვიტამინებითა და ამინომჟავებით.
- თუ ყოველდღიურად ვარჯიშობთ, გახსოვდეთ, რომ კვირაში 1-2-ჯერ დაისვენეთ, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი დატვირთვა. საკმარისი დასვენების გარეშე ვარჯიშმა შეიძლება ვერ გამოიღოს სასურველი შედეგები ქრონიკული დაღლილობის გამო.