აუმჯობესებს თუ არა ყოველდღიურად მარწყვის ჭამა გულისა და ტვინის ჯანმრთელობას
კვლევებმა აჩვენა, რომ კენკრა ხელს უწყობს ანთების შემსუბუქებას და სხეულის გარკვეული უბნების დაცვას, როგორიცაა ნაწლავის მიკრობიომი და გულ-სისხლძარღვთა სისტემა.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მარწყვის ჭამა შეიძლება დაეხმაროს შემეცნებითი ფუნქციის გაუმჯობესებას, არტერიული წნევისა და ოქსიდაციური სტრესის შემცირებას.
რვა კვირის განმავლობაში, ყოველ დღე, კვლევის მონაწილეები მოიხმარდნენ 26 გრამ მარწყვს. რვა კვირის ბოლოს, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იმ პირებში, რომლებიც მარწყვს მიირთმევდნენ, გაუმჯობესდა კოგნიტური ფუნქციები, შემცირდა სისტოლური არტერიული და გაიზარდა ორგანიზმის ანტიოქსიდანტური შესაძლებლობები.
მარწყვი შეიცავს ბევრ ვიტამინსა და მინერალს, რომელიც ორგანიზმს სჭირდება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მათ შორის A ვიტამინს, მაგნიუმს, კალიუმს და ფოლიუმის მჟავას.
გარდა ამისა, მარწყვი გამოირჩევა C ვიტამინის შემცველობით - მხოლოდ რვა მარწყვის ჭამა უზრუნველყოფს ორგანიზმს C ვიტამინის ყოველდღიურ დოზას.
ცნობილია, რომ მარწყვს აქვს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები, მათ შორის პოლიფენოლები და ფიტოსტეროლები. პოლიფენოლებს აქვთ ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ხოლო ფიტოსტეროლები ხელს უწყობენ ქოლესტერინის დონის შემცირებას.