როგორ უნდა მიხვდეთ, რომ სხეულს დეტოქსი სჭირდება
რთულია წონაში კლება და ჯანმრთელობის შენარჩუნება სწრაფი კვების პროდუქტების, გაზიანი სასმელების, ტკბილი და ცომეულის პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების და ცხიმიანი პროდუქტებს მიღებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ იცავთ დასვენების რეჟიმს, წყლის რეჟიმს, არ ხართ ფიზიკურად აქტიური და არ გაქვთ სწორი კვებითი ჩვევები.
ჯანსაღი საკვების რეგულარული მოხმარებისას ხდება ნივთიერებათა ცვლის და ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზება, ჩქარდება პერისტალტიკა, იწმინდება ღვიძლი, რომელიც ტოქსინების ნეიტრალიზაციის მთავარი ორგანოა, იზრდება საკვები ნივთიერებების შეწოვა და შედეგად, იზრდება იმუნიტეტი.
ზედმეტი წონის პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რაც მოიცავს ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრების წესი, ასევე სწორი კვების პრინციპებს.
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენს სხეულს დეტოქსი სჭირდება:
ზედმეტი წონა.
კანი ცუდ მდგომარეობაშია.
თავს იჩენს მონელების პრობლემა (შებერილობა, ყაბზობა).
ენაზე ჩნდება თეთრი ნადები.
ვითარდება ქრონიკული დაღლილობა და უძილობა
დეტოქსი საჭირო ხდება თუ მიირთმევთ ხორცს კვირაში 3 დღეზე მეტად და ყოველდღიურად ღებულობთ რძის პროდუქტებს, იკვებებით სწრაფი კვებით, მავნე ტკბილეულით და სვამთ ალკოჰოლს, გაქვთ მიდრეკილება ცომეულისკენ.
რეკომენდაციები კვების ბალანსისთვის:
მიიღეთ მეტი ტუტოვანი საკვები.
რაციონი გაამდიდრეთ მარცველეული პროდუქტებით, პარკოსნებით, ბოსტნეულით.
დალიეთ დღეში 1.5-2.5 ლიტრი წყალი, შეიძლება დაამატოთ ლიმონი.
ეცადეთ მიიღოთ ორგანული, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები ჰორმონებისა და ანტიბიოტიკების გარეშე.
მიიღეთ ბოჭკო, ბუნებრივი პრობიოტიკებითა და პრებიოტიკებით მდიდარი პროდუქტები.
დაიხმარეთ სუპერფუდები: სპირულინა, სელის თესლი, ჩია. ჩიას თესლის ყოველდღიური მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს 15 გრ (დაახლოებით 3 ჩაის კოვზი).