/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რა ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს ზედმეტი შაქრის მოხმარებაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს ზედმეტი შაქრის მოხმარებაზე

ფრუქტოზა რომელიც გვხვდება ხილში მიეკუთვნება ბუნებრივი შაქრის ტიპს და უფრო ჯანსაღია ვიდრე რაფინირებული შაქარი.

როცა შაქარს ვჭამთ, მისი უმეტესი ნაწილი იშლება და შეიწოვება წვრილ ნაწლავში. სპეციალიზებული ფერმენტები თავს ესხმიან უფრო დიდ მოლეკულებს და გარდაქმნიან მათ მარტივ შაქრებად. ღვიძლი და კუნთები ინახავს გლუკოზის ნაწილს გლიკოგენის სახით, რომელიც ისევ გლუკოზად გარდაიქმნება, მაშინ, როცა ეს სხეულს სჭირდება. თუმცა, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე იზრდება, ამის საპასუხოდ, პანკრეასი გამოყოფს ინსულინს. თუ თქვენ მოიხმართ დიდი რაოდენობით დამატებულ შაქარს, დროთა განმავლობაში, უჯრედები შეიძლება გახდეს რეზისტენტული ინსულინის მიმართ, რაც ანთების, ტიპის 2 დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების რისკ - ფაქტორია.

ზედმეტი შაქრის მიღება ასევე დაკავშირებულია წონის მატებასთან და სიმსუქნესთან, გულის დაავადების რისკ-ფაქტორებთან, არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადებასთან.

რაფინირებული შაქრის გადაჭარბებული მიღება გავლენას ახდენს ენერგიაზე, განწყობაზე, წონაზე და დაავადების რისკზე.

გადაჭარბებულად რაფინირებული შაქრის მოხმარებისას შესაძლოა გაჩნდეს შემდეგი ნიშნები:

შიმშილის გრძნობის გაზრდა და წონაში მატება

თუ მოიხმართ ბევრ კალორიას რაფინირებული შაქრის საშუალებით, შიმშილის გაზრდა ამის ერთ-ერთი პირველი ნიშანია. პროტეინის, ბოჭკოსა და ჯანსაღი ცხიმების გარეშე, რომელთა ნაკლებობით გამოირჩევა გადამუშავებული საკვები და შაქრიანი პროდუქტები, სხეული სწრაფად წვავს შაქარს, რაც აძლიერებს შიმშილს. შაქრით დამტკბარი სასმელების მოხმარება ხელს უწყობს წონის მატებას მოზრდილებში და ბავშვებში.

ჯანსაღი ნაწლავი ეხმარება მეტაბოლიზმს, სისხლში გლუკოზისა და ინსულინის დონის რეგულირებას და, ნაწილობრივ, საშუალებას აძლევს ორგანიზმს გამოიყენოს ლიპიდები და მართოს ქოლესტერინი. დამატებული შაქარი კი აზიანებს მიკრობიომს. კარგი ბაქტერიები მცირდება და მავნე ბაქტერიები მრავლდება, რაც იწვევს დისბიოზს.

გაღიზიანებადობა

თუ გრძნობთ გაღიზიანებას სტრესი შეიძლება არ იყოს ერთადერთი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენ ზედმეტ შაქარს მიირთმევთ. კვლევამ აჩვენა, რომ დამატებული შაქრის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ანთება, გააუარესოს განწყობა და გამოიწვიოს დეპრესიის სიმპტომები.

შაქრის შემცველი საკვები, პროტეინისა და ცხიმის გარეშე, სწრაფად ზრდის სისხლში შაქარს, მაგრამ როდესაც სხეული ამ ყველაფერს სწრაფად ამუშავებს, ენერგიის დონე ეცემა, რაც იწვევს მოდუნებასა და გაღიზიანებას.

თუ თქვენ თავს გრძნობთ გაღიზიანებას საჭმლის ჭამიდან ერთი საათის შემდეგ ან ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, შესაძლოა ზედმეტი შაქარი იყოს დამნაშავე. თუ შეამჩნევთ, რომ ეს ხშირად გემართებათ, კარგია ყურადღება მიაქციოთ რაციონს.

დაღლილობა

ლტოლვა ტკბილეულის მიმართ

თუ ტკბილეულის მიღების გაძლიერებული სურვილი გაქვთ, შესაძლოა დამოკიდებული იყოთ შაქარზე. შაქარი ზრდის ბედნიერების ჰორმონის, დოფამინის გამოყოფას. გადაჭარბებული შაქრის მიღება ზრდის დოფამინს, ხოლო დოფამინის მატებამ შეიძლება გაზარდოს შაქრისადმი ლტოლვა, რაც იწვევს მანკიერ ციკლს. ამიტომ, სასურველია ტკბილეულის მიღება ჯანსაღი წყაროებიდან.

მაღალი წნევა

ჰიპერტენზიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი რაციონში შაქრის ჭარბი რაოდენობა შეიძლება იყოს. კვლევის თანახმად, შაქრით დამტკბარი სასმელების მოხმარებას მნიშვნელოვანი კავშირი აქვს მაღალ წნევასთან.

მეცნიერები თვლიან, რომ გლუკოზის მაღალმა დონემ შეიძლება დააზიანოს სისხლძარღვების ლორწოვანი გარსი, რაც აადვილებს ლიპიდების, როგორიცაა ქოლესტერინი, სისხლძარღვების კედლებზე შეწებებას. რის შედეგადაც, სისხლძარღვები მკვრივდება, არტერიული წნევა კი მატულობს.

აკნე

თუ გაქვთ აკნე, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ თუ რამდენ შაქარს მიირთმევთ.

ძილის პრობლემები

ძილის ციკლი და ხარისხი რეგულირდება ოთახის სინათლით და ტემპერატურით, ასევე გლიკემიური მაჩვენებლის კონტროლით. ვინც რეგულარულად მოიხმარს დამატებულ შაქარს ჭარბი რაოდენობით, ამან შეიძლება დაარღვიოს ძილის ციკლი.

საჭმლის მომნელებელი პრობლემები

ბევრი შაქარი ცნობილია, როგორც ნაწლავის გამღიზიანებელი. გარდა ამისა, იმ პირებში, რომელთაც აქვთ ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი, შაქარმა შეიძლება გააუარესოს სიმპტომები.