როგორ გავაუმჯობესოთ ფილტვების ტევადობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავაუმჯობესოთ ფილტვების ტევადობა

გარკვეული აქტივობებით შესაძლებელია აღადგინოთ ფილტვების მოცულობა, რაც ხელს უწყობს მისი ოპტიმალური ფუნქციების შესრულებას.

გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები - რეგულარულად ვარჯიშის დროს კუნთების აშენების მსგავსად, სუნთქვითი ვარჯიშები ზრდის ჟანგბადის დონეს ფილტვებში.

დიაფრაგმული სუნთქვა

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სუნთქვის ეს ტექნიკა წოლის ან ჯდომის დროს, რათა დაამშვიდოთ თქვენი სხეული, როცა გრძნობთ დაჭიმულობას მკერდის არეში:

  • დაწექით ან დაჯექით კომფორტულად, ხელები მუცელზე დაიდეთ;
  • დახურული პირით ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით;
  • ხელებით იგრძნობთ როგორ ივსება ჰაერით მუცლის ღრუ. შემდეგ მსუბუქად გამოუშვით ჰაერი მოკუმული ტუჩებით;
  • გააკეთეთ ეს ოთხიდან 10 წუთის განმავლობაში

მოკუმული ტუჩებით სუნთქვა

ამ ვარჯიშის გაკეთება შეგიძლიათ ჯდომისას ნებისმიერ დროს, როცა სუნთქვა გაგიჭირდებათ.

  • დაჯექით და მოადუნეთ მთელი სხეული;
  • ჩაისუნთქეთ ორი წამის განმავლობაში, რა დროსაც პირი დახურულია;
  • შემდეგ ამოისუნთქეთ ოთხი წამის განმავლობაში. ამ დროს ტუჩები ოდნავ ღია უნდა იყოს. ამოისუნთქეთ ჩასუნთქვაზე ორჯერ მეტი ხნის განმავლობაში

ამ ტიპის ვარჯიშები შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს ასთმისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომების მართვაში.

ინტერვალური ვარჯიში - ინტერვალური ვარჯიში კიდევ ერთი მეთოდია ფილტვების ეფექტურად მუშაობისთვის. იგი მოიცავს ინტენსიური ვარჯიშის ხანმოკლე პერიოდსა და მსუბუქი აქტივობის ხანგრძლივ პერიოდს შორის მონაცვლეობას. მაგალითად, შეგიძლიათ იაროთ სწრაფად ერთი წუთის განმავლობაში და მიჰყვეთ მას ნელი სიარულით ორი წუთის განმავლობაში.

შეწყვიტეთ მოწევა.

დაკავდით ფიზიკური აქტივობით - სპორტს და ვარჯიშს აქვს მნიშვნელოვანი სარგებელი ორგანიზმზე. ვარჯიშისას ფილტვები და გული უფრო აქტიურად მუშაობენ კუნთებისთვის ჟანგბადის მიწოდების მიზნით. ამ დროს გამომუშავდება ტოლერანტობა, რის შედეგადაც იზრდება ფილტვების ტევადობა.

ფილტვების რეაბილიტაცია - თუ თქვენ გაქვთ არსებული რესპირატორული მდგომარეობა, მიმართეთ სამედიცინო მკურნალობას. ასთმა შეიძლება გაუარესდეს და გადაიზარდოს ქრონიკულ ბრონქიტში და სხვა რესპირატორულ პრობლემებში, რომელთა მკურნალობა უფრო რთულია. მაშინაც კი, თუ ასთმის განკურნება არ არსებობს, ექიმს შეუძლია გირჩიოთ მკურნალობის ვარიანტები სიმპტომების მართვისთვის. ამის შემდეგ შეგიძლიათ შეასრულოთ ფიზიკური აქტივობა თქვენი ექიმის მეთვალყურეობით.

იკვებეთ ჯანსაღად - დაბალანსებული დიეტა აუცილებელია ორგანიზმისთვის, მათ შორის, ფილტვებისთვის. ზოგიერთი საკვები, რომელიც ხელს უწყობს ფილტვების ჯანმრთელობას არის: ჭარხალი, ვაშლი, გოგრა.

სუნთქვის პრობლემებმა შეიძლება გააუარესოს ცხოვრების ხარისხი. დარწმუნდით, რომ თქვენი ფილტვები კარგ მდგომარეობაშია სუნთქვითი ვარჯიშების გამოყენებით, მოწევის გამორიცხვით, ფიზიკური აქტივობით და კვების გაუმჯობესებით. თუ გაქვთ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ფილტვების ტევადობის გასაზრდელად.