10 ფაქტი სხეულის ტემპერატურის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 ფაქტი სხეულის ტემპერატურის შესახებ

ჯანმრთელობის შესახებ. ჯონ ჰოპკინსის მედიცინის თანახმად, სხეულის ტემპერატურა არის ოთხი ძირითადი სასიცოცხლო ნიშანიდან ერთ-ერთი, რომელსაც ექიმები აკვირდებიან. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, მაგრამ სხეულის ტემპერატურა ასევე იცვლება ასაკისა და სქესის მიხედვით.

შეიტყვეთ მეტი სხეულის ნორმალური ტემპერატურის, ცხელების და იმის შესახებ, თუ რა იწვევს სხეულის ტემპერატურის მატებას და იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ სხეულის ტემპერატურაზე.

screenshot-2023-06-14-at-1331-1686738232.26.png

სხეული ყოველთვის ადაპტირებს თავის ტემპერატურას გარემო პირობების საპასუხოდ. მაგალითად, სხეულის ტემპერატურა მატულობს ვარჯიშის დროს. მაიოს კლინიკის მიხედვით, თუ თქვენს ტემპერატურას თერმომეტრით შეამოწმებთ, დაინახავთ, რომ ის უფრო მაღალია გვიან შუადღესა და საღამოს, ვიდრე დილით.

მცირეწლოვან ბავშვებს აქვთ უფრო მაღალი სხეულის ტემპერატურა, ვიდრე უფროს ბავშვებსა და მოზრდილებს, რადგან მათი სხეულის ზედაპირი უფრო დიდია მათ წონასთან შედარებით და მეტაბოლიზმი უფრო აქტიურია. ახალშობილებს, ჩვეულებრივ, აქვთ სხეულის საშუალო ტემპერატურა - 37, 5 გრადუსი.

screenshot-2023-06-14-at-1334-1686738310.49.png

ცხელება არის სხეულის ტემპერატურის დროებითი მატება და ის ხშირად გამოწვეულია ავადმყოფობით. მაიოს კლინიკის თანახმად, ტემპერატურა 38 °C ან უფრო მაღალი, როგორც წესი, მიუთითებს სიცხეზე. ცხელება ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე დღეში. თუ გაქვთ სიცხე, ასევე შეიძლება განიცადოთ შემდეგი სიმპტომები:

  • შემცივნება და კანკალი;
  • ოფლიანობა;
  • თავის ტკივილი;
  • კუნთების ტკივილი;
  • მადის დაკარგვა;
  • გაღიზიანებადობა;
  • გაუწყლოება;
  • ზოგადი სისუსტე

ზრდასრულთათვის სხეულის ტემპერატურა - 38 გრადუსი ან უფრო მაღალი შეიძლება იყოს შეშფოთების მიზეზი და საჭიროებს ექიმთან ვიზიტს. ასევე მიიღეთ ექიმის კონსულტაცია, თუ სიცხესთან ერთად გაქვთ ძლიერი თავის ტკივილი, უჩვეულო გამონაყარი კანზე, უჩვეულო მგრძნობელობა კაშკაშა შუქის მიმართ, კისრის დაჭიმვა და ტკივილი თავის მოძრაობის დროს, ღებინება, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის არეში ტკივილი, მუცლის ტკივილი.

მაიოს კლინიკის თანახმად, ჩვილების ტემპერატურა, რომელიც ჩვეულებრივზე ოდნავ მაღალია, შეიძლება იყოს სერიოზული ინფექციის ნიშანი. დაურეკეთ ექიმს, თუ ბავშვი არის:

  • 3 თვის ან უმცროსი და აქვს რექტალური ტემპერატურა 38 ან მეტი;
  • 3-დან 6 თვემდე ასაკში და აქვს რექტალური ტემპერატურა 39 გრადუსამდე და ჩანს ლეთარგია, გაღიზიანება;
  • 6-დან 24 თვემდე ასაკში და აქვს რექტალური ტემპერატურა 38 გრადუსზე

თუ ბავშვი 2 წლის ან უფროსია, მიმართეთ ექიმს, თუ სიცხე სამ დღეზე მეტხანს გასტანს ან თუ ზოგადი მდგომარეობა უარესდება, ნაკლებად აქტიურია ან სვამს ნაკლებ სითხეს.

მაიოს კლინიკის თანახმად, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ ფებრილური კრუნჩხვები სხეულის მაღალი ტემპერატურის გამო.

screenshot-2023-06-14-at-1343-1686738443.54.png

ადამიანების უმეტესობას აწუხებს ცხელება, მაგრამ ეს შეიძლება სასარგებლოც იყოს, რადგან ცხელება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანტიბიოტიკი, თუ ის ეჭვობს ბაქტერიულ ინფექციაზე.

screenshot-2023-06-14-at-1358-1686738486.25.png

თუ გეჩვენებათ, რომ ყოველთვის გცივათ, თუნდაც ზაფხულის ცხეელ დღეებში, ეს შეიძლება ასაკის ბრალი იყოს. კვლევამ აჩვენა, რომ ასაკთან ერთად, სხეულის საშუალო ტემპერატურა ოდნავ იკლებს. ერთ-ერთმა კვლევამ, რომელმაც გაზომა 133 ხანდაზმულის სხეულის ტემპერატურა, აჩვენა, რომ სხეულის ტემპერატურა საშუალოზე დაბალი იყო 65-დან 74 წლამდე ასაკში, უფრო დაბალი კი 75-დან 84 წლამდე ასაკის ადამიანებში და ყველაზე დაბალი 85 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში. ტემპერატურის მაჩვენებელი იყო 34 გრადუსი ნორმალურ პირობებში.

screenshot-2023-06-14-at-1409-1686738519.55.png

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალის სხეულის ტემპერატურა საშუალოდ 0,4 გრადუსით მაღალია, ვიდრე მამაკაცის (36,5 vs.36,1). მაგრამ ქალების ხელები უფრო ცივია, ვიდრე მამაკაცების.

ტემპერატურა by mariam

კვლევებმა აჩვენა, რომ თავი არ არის განსაკუთრებული, როდესაც საქმე სითბოს დაკარგვას ეხება - სხეულის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც არ არის დაფარული, კარგავს სითბოს.

screenshot-2023-06-14-at-1415-1686738637.37.png

მკვლევარებმა თავიანთ აღმოჩენებს "პინოქიოს ეფექტი" უწოდეს. მათ გამოიყენეს თერმული გამოსახულება იმის დემონსტრირებისთვის, რომ ტყუილით გამოწვეული შფოთვა იწვევს ცხვირისა და შუბლის მიდამოების ტემპერატურის მატებას.

screenshot-2023-06-14-at-1418-1686738878.40.png

ცხარე საკვებმა შეიძლება გაზარდოს სხეულის ტემპერატურა და გაააქტიუროს მეტაბოლიზმი. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეებმა დაამატეს დაახლოებით 1 გრამი წითელი წიწაკა მათ საკვებში. მათი სხეულის ტემპერატურა გაიზარდა, მაგრამ კანის ტემპერატურა უფრო დაბალი იყო.

screenshot-2023-06-14-at-1420-1686738905.41.png

ჯონ ჰოპკინსის მედიცინის თანახმად, თერაპიული ჰიპოთერმია არის მკურნალობის ტიპი, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გულის გაჩერება (როდესაც გული მოულოდნელად წყვეტს ცემას). როგორც კი გული ხელახლა დაიწყებს ცემას, ექიმები იყენებენ გამაგრილებელ მოწყობილობებს, რათა შეამცირონ პაციენტის სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 31-დან 33 გრადუსამდე.

screenshot-2023-06-14-at-1422-1686738943.05.png

კვლევის თანახმად, ადამიანების სიკვდილის შემდეგ ისინი აღარ გამოიმუშავებენ სითბოს და სხეულის ტემპერატურა ნელ-ნელა კლებულობს. ამ პროცესს ეწოდება algor mortis (ლათინურად "ცივი სიკვდილი"). Algor mortis გამოიყენებოდა, როგორც ინსტრუმენტი სასამართლო გამოკვლევებში, რათა შეფასდეს, თუ რა დროის განმავლობაში იყო ადამიანი გარდაცვლილი მისი სხეულის აღმოჩენამდე. (ვინაიდან, სხეულის ტემპერატურაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, ეს არ არის სრულიად ზუსტი ტექნიკა).