რომელი პროდუქტები გვავსებს დილით ენერგიით
ფორთოხლის ნაჭერი შეიძლება იყოს ხსნა მათთვის, ვისაც მუდმივად ძილი სურს. ამ ნაყოფის წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც ავსებს ორგანიზმს ენერგიით. თუმცა, ციტრუსები არ უნდა მიირთვათ ცარიელ კუჭზე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს წყლულოვანი დაავადება.
კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ენერგიას გვაძლევს შავი შოკოლადია. ის შეიცავს მინიმუმ 55 პროცენტ კაკაოს მარცვლებს, მდიდარია საკვები ბოჭკოებითა და მაგნიუმით. ეს ელემენტი ხელს უწყობს ენდორფინების, ბედნიერების ჰორმონების და სეროტონინის გამოყოფას, რაც აუცილებელია სტრესის წინააღმდეგ საბრძოლველად.
საუზმის ყველაზე ჯანსაღი ვარიანტია ფაფა. ის შეიცავს ნელ ნახშირწყლებს, რომლებიც იძლევა დანაყრების შეგრძნებას და ენერგიას რამდენიმე საათის განმავლობაში.
შემდეგია კვერცხი. ის სავსეა მინერალებით, ვიტამინებით და პროტეინებით, რომლებიც ორგანიზმს სჭირდება სათანადო ფუნქციონირებისთვის.
დღის პირველ კვებას დაამატეთ ბოსტნეული და არ დაივიწყოთ რძის პროდუქტები, რომლებიც მდიდარია კალციუმით, კალიუმით და D ვიტამინით.