აპენდიქსის ტკივილი - ყოველთვის საყურადღებო
შორის მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას.
მიჩნეულია, რომ აპენდიქსი ებრძვის ზოგიერთ ინფექციას, მაგრამ თ ის თავად დაინფიცირდა ჯანმრთელობისთვის დიდ პრობლემას ქმნის.
როგორია აპენდიქსის ტკივილი, რა იწვევს მას და რა უნდა გავაკეთოთ.
აპენდიციტი არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება გქონდეთ ტკივილი.
აპენდიქსის ტკივილის მიზეზები
არსებობს სამი ფაქტორი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ესენია(რიგითობით ყველაზე ნაკლებად გავრცელებულისკენ):
- აპენდიციტი;
- აბსცესი აპენდიქსზე;
- სიმსივნე აპენდიქსზე
აპენდიქსის დაინფიცირება ქმნის ბლოკირების საფრთხეს. ბლოკირება შეიძლება გამოწვეული იყოს პრობლემების ფართო სპექტრით, მათ შორის:
- ანთება;
- ბაქტერიები;
- ვირუსები;
- პარაზიტები;
- გადიდებული ქსოვილები
მკურნალობის გარეშე, შეიძლება აპენდიქსი გასკდეს, ამანკი შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას მთელ მუცელში და მიმდებარე ორგანოებში.
როგორია აპენდიქსის ტკივილი?
აპენდიციტი ჩვეულებრივ იწყება კუჭის ტკივილის შეგრძნებით. ტკივილი საბოლოოდ გადადის მარჯვენა ქვედა კვადრატში, რომელიც მდებარეობს ნეკნებსა და ბარძაყის ძვალს შორის.
აუცილებელია მიმართოთ გადაუდებელ დახმარებას თუ შეამჩნევთ ახალ ან გაუარესებულ ტკივილს რამდენიმე საათის განმავლობაში.
სად შეიგრძნობა ტკივილი?
განსაკუთრებით აპენდიციტის ადრეულ სტადიაზე, შეიძლება ფიქრობთ, რომ უბრალოდ კუჭის ტკივილი გაქვთ. ერთი გზა იმის გასარკვევად, გაქვთ თუ არა რაიმე უფრო სერიოზულთან საქმე, არის ყურადღების მიქცევა, თუ სად არის ტკივილი.
თუ თქვენ გაქვთ აპენდიციტი, დაგეწყებათ ტკივილი, რომელიც შეიგრძნობა მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრატში და გრძელდება 6-12 საათის განმავლობაში, ასევე, გაითვალისწინეთ ტკივილის დონე - განსაკუთრებით თუ ეს არ არის ისეთი ტიპის ტკივილი, რომელიც ადრე გქონიათ.
როდესაც ეს არის აპენდიციტი, ის დროთა განმავლობაში უარესდება და არ ქრება.
აპენდიციტის სიმპტომები სწრაფად ვლინდება - ჩვეულებრივ, პირველი 24 საათის განმავლობაში. ნიშნები შეიძლება გამოჩნდეს პრობლემის წარმოშობიდან ოთხიდან 48 საათამდე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, თუ თქვენ ასევე განიცდით:
- ცხელება, შემცივნება;
- ენერგიის ნაკლებობა;
- სიმპტომები, როგორიცაა მუცლის შეშუპება (დაჭიმვა), ძლიერი კრუნჩხვები ან ტკივილი მუცლის სხვა უბნებში - როგორიცაა მუცლის ზედა ნაწილი, ზურგი;
- ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები, როგორიცაა მადის დაკარგვა, საჭმლის მონელების დარღვევა, გულისრევა ან ღებინება;
- ქვედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები, როგორიცაა ფაღარათი, ყაბზობა
აპენდიციტის სიმპტომები შეიძლება მსგავსი იყოს:
- კრონის დაავადების;
- Წყლულოვანი კოლიტის;
- ნაღვლის ბუშტის პრობლემების;
- საშარდე გზების ინფექციების;
- მენჯის ანთებითი დაავადების;
- კუჭის პრობლემების
აპენდიციტის მკურნალობა ხდება ორი გზით:
ანტიბიოტიკები: ნაკლებად მძიმე შემთხვევებში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანტიბიოტიკები. მაგრამ აპენდიციტის უმეტეს შემთხვევაში საჭიროა ოპერაცია (აპენდექტომია) აპენდიქსის მოსაშორებლად.
აღდგენა ჩვეულებრივ ხდება ორიდან ოთხ კვირამდე.
აპენდიქსის გახეთქვა ხშირად საჭიროებს აღდგენის უფრო მეტ დროს.