რა უნდა იცოდეთ K2 ვიტამინის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა იცოდეთ K2 ვიტამინის შესახებ

ვიტამინ K1-ს (ასევე უწოდებენ ფილოქინონს) და ვიტამინ K2-ს (მენაკინონი). ისინი განსხვავებულად მუშაობენ ორგანიზმში და მოდის სხვადასხვა საკვები წყაროდან.

ვიტამინი K1 მოდის მცენარეული წყაროებიდან, როგორიცაა მწვანილი და მოცვი. მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინი K2 უფრო გავრცელებულია ცხოველურ პროდუქტებში, ფერმენტირებულ საკვებსა და ყველის ზოგიერთ სახეობაში, ის ორგანიზმში რჩება უფრო მეტხანს, ვიდრე K1 ვიტამინი და უზრუნველყოფს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან სარგებელს.

K ვიტამინები ცხიმში ხსნადია, ანუ ისინი იხსნება ცხიმებსა და ზეთებში. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სისხლის შედედების, ძვლებისა და გულის ჯანმრთელობაში.

K2 ვიტამინი უფრო ნელა შეიწოვება ორგანიზმის მიერ, ვიდრე K1, ვინაიდან K1 ვიტამინი სწრაფად იფილტრება თქვენი სისხლიდან - ხშირად რამდენიმე საათში, K2-ს აქვს პოტენციალი უფრო ხანგრძლივად დარჩეს ორგანიზმში.

K1 ვიტამინის შეწოვის ხარისხი საკმაოდ დაბალია მისი სტრუქტურის გამო. ის უფრო მოკლე ჯაჭვისგან შედგება.

არსებობს მოსაზრება, რომ K2 ვიტამინს აქვს პოტენციალი, მოახდინოს მეტი გავლენა ორგანიზმზე, რადგან ის უფრო გრძელი ჯაჭვისგან შედგება.

ხელს უწყობს სისხლის შედედებას - K ვიტამინის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა სისხლის შედედება. სისხლის შედედების უნარი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, ის ხელს უშლის სისხლდენას.

აძლიერებს ძვლებს- K ვიტამინის დაბალი დონე ასოცირდება ძვლის მოტეხილობის უფრო მაღალ რისკთან. ძვლების გაძლიერებაში D ვიტამინი, K ვიტამინი და კალციუმი ერთად მოქმედებენ.

K ვიტამინი ხელს უწყობს პროტეინების გააქტიურებას, რომელსაც ეწოდება ოსტეოკალცინი. იგი აკავშირებს კალციუმს ძვლების ასაშენებლად.

აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას

K ვიტამინი ხელს უწყობს გულის სიჯანსაღეს. ის ასუფთავებს სისხლძარღვებს კალციუმისგან. როდესაც კალციუმი გროვდება თქვენს ორგანიზმში, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ქსოვილების, ორგანოებისა და სისხლძარღვების გამკვრივება არტერიებში დეპონირებულმა კალციუმმა შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა, თირკმლის დაავადება და სხვა.

დადასტურებულია, რომ K ვიტამინი ეხმარება პროტეინის გააქტიურებას, რომელიც ხელს უშლის კალციუმის დეპონირებას არტერიებში.

ზოგიერთი საკვები, რომელიც შეიცავს K ვიტამინის დიდ რაოდენობას: ფერმენტირებული, კვერცხის გული.

ადამიანები, რომლებიც იღებენ სისხლის გამათხელებელ საშუალებებს, უნდა ესაუბრონ თავიანთ სამედიცინო პროვაიდერს, სანამ გაზრდიან K1 ან K2 ვიტამინის დოზას.