ასუფთავებს თუ არა თმას მშრალი შამპუნი და რა უნდა გაითვალისწინოთ მისი გამოყენებისას
დერმატოლოგები განმარტავენ, თუ რა უნდა იცოდეთ მშრალი შამპუნის შესახებ და რატომ არ არის ის ჩვეულებრივი შამპუნის შემცვლელი.
რა არის მშრალი შამპუნი?
ალკოჰოლზე ან სახამებლზე დაფუძნებული სპრეი სინადმვილეში არ აშორებს ცხიმს და ზეთებს თმაში. ის თმას მოცულობას მატებს. მშრალი შამპუნი პუდრის ან სპრეის სახით წარმოდგენილი პროდუქტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს წყალთან კონტაქტის გარეშე, ,,დაიბანოთ" თავი.
როგორ მუშაობს მშრალი შამპუნი?
პროდუქტში შემავალი ალკოჰოლი ან სახამებელი შთანთქავს თმაში არსებულ ზედმეტ ცხიმს, რაც თმას უფრო სუფთა იერს აძლევს.
თავდაპირველად, მშრალი შამპუნი თმას ხდის უფრო სუფთას და ნაკლებად ცხიმიანს. მაგრამ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ "შამპუნის" ნაწილი ერთგვარი არასწორი ტერმინია, რადგან მშრალი შამპუნი რეალურად არ ასუფთავებს თქვენს თმას.
ცოტაოდენი მშრალი შამპუნი კარგია და ის უსაფრთხოა ყველა ტიპის თმისთვის. მაგრამ მშრალი შამპუნის გამოყენება ხშირად არ არის რეკომენდებული. სკალპი აგროვებს ქიმიურ ნივთიერებებს და დამაბინძურებლებს როგორც ჰაერიდან, ასევე კოსმეტიკური მოვლის საშუალებებიდან. მშრალი შამპუნი თმას ცხიმს აცილებს, მაგრამ მისი რეალური გამწმენდი ძალა მხოლოდ მინიმალურია. შესაბამისად, სკალპზე შესაძლოა დაგროვდეს მავნე ნივთიერებები.
არსებობს გარკვეული რისკები, რომლებიც დაკავშირებულია მშრალი შამპუნის დიდი რაოდენობით გამოყენებასთან, ისევე როგორც თმის დაბანის გარეშე დიდხანს დატოვებასთან. ნარჩენებმა, რომლებიც გროვდება სკალპზე, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემები.
მშრალი შამპუნის რისკები
მას შეუძლია გააღიზიანოს სკალპი - მოკლევადიან პერსპექტივაში მშრალი შამპუნი ნიღბავს თმაზე ჭუჭყის გამოჩენას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ჭუჭყისა და ბაქტერიების დაგროვების ხელშემწყობი ფაქტორი ხდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფორების დახშობა ან ბაქტერიული ინფექციები. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ქერტლი ან სკალპის გამონაყარი.
თმა შეიძლება გახდეს უფრო მტვრევადი - ალკოჰოლი, რომელიც არის მრავალი მშრალი შამპუნის ინგრედიენტი, აშრობს თმის ღერებს, რამაც შეიძლება გახადოს ისინი მტვრევადი. გამომშრალი, მყიფე თმა უფრო ხშირად ტყდება.
გავლენას ახდენს თმის ზრდაზე - ყველა ამ გამღიზიანებელმა შეიძლება ხელი შეუწყოს გრძელვადიან პრობლემებს. კვლევებმა აჩვენა, რომ არაჯანსაღმა სკალპმა შეიძლება გამოიწვიოს ანთება, რომელიც ანელებს თმის ზრდას.
დაბანის გარეშე თმის დიდხანს დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს ქერტლი და სკალპის სხვა სახის გაღიზიანება.
მშრალ შამპუნს თავისი ადგილი აქვს(არის შემთხვევები, როდესაც მშრალი შამპუნი საუკეთესო ვარიანტია), მაგრამ ის ვერ შეცვლის სველ შამპუნს. თმა და სკალპი უნდა დაიბანოთ და ჩამოიბანოთ პერიოდულად, რათა შეინარჩუნოს სისუფთავე.
არ უნდა გამოიყენოთ მშრალი შამპუნი ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში.