რა ნიშნები ახასიათებს ორგანიზმში წყლის ნაკლებობას
პირის სიმშრალე (რაც აშკარა სიმპტომია).
გამომშრალი კანი - კანს სჭირდება დატენიანება. მშრალი კანი დეჰიდრატაციის ერთ-ერთი პირველი ნიშანია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული პრობლემები. წყლის ნაკლებობა ამცირებს ოფლის რაოდენობას, რაც ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის პროცესს აფერხებს.
მომატებული წყურვილის შეგრძნება;
დაღლილობა და ძილიანობა - გაუწყლოება იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას, ჟანგბადის უკმარისობა კი პირდაპირ უკაშირდება ძილიანობას და დაღლილობას.
შიმშილის შეგრძნება - გაუწყლოებულმა ორგანიზმმა შეიძლება დაიწყოს შიმშილის სიგნალის გაგზავნა. შეგრძნება შეიძლება გაიზარდოს ღამით. ამ დროს საკვების მიღება აიძულებს თქვენს სხეულს იმუშაოს, მაშინ, როდესაც წყალი წმენდს და აწვდის ორგანიზმს ენერგიას, რომელიც აუცილებელია ყველა დანარჩენი პროცესისათვის. ამიტომ, უმჯობესია მიიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი.
მონელების პრობლემები - აუცილებელი დატენიანობის გარეშე ლორწოს რაოდენობა კუჭში მცირდება, რაც საშუალებას აძლევს კუჭის მჟავას დააზიანოს ორგანო. ეს იწვევს გულძმარვას და კუჭის პრობლემებს.
თვალების სიმშრალე - წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღების ერთ-ერთი ნიშანია მშრალი თვალები. წყლის უკმარისობის დროს საცრემლე არხები შრება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების სერიოზული დაზიანება, განსაკუთრებით, თუ ხშირად იყენებთ კონტაქტურ ლინზებს.
სახრების ტკივილი - სახსრები და ხრტილოვანი დისკების 80% შედგება წყლისგან. ამიტომ, მათი ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია წყალი.
ჩნდება ნაადრევი დაბერების ნიშნები - ასაკის მატებასთან ერთად, აუცილებელია წყლის რაოდენობის გაზრდა. იმისათვის, რომ შევამციროთ ამასთან დაკავშირებული რისკები, საჭიროა მიღებული სასმელი წყლის რაოდენობის კონტროლი.
ყოველ დილით უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე, დალიოთ 1-2 ჭიქა წყალი. ეს მარტივი ჩვევა, დაგეხმარებათ რომ მოამზადოთ ორგანიზმი, შეავსოთ წყლის ბალანსი და გაწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისგან.