7 მიზეზი, რის გამოც გარეთ დროის გატარება კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

7 მიზეზი, რის გამოც გარეთ დროის გატარება კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის

მდგომარეობა ჰქონდათ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ნაკლებ დროს ატარებდნენ ბუნებაში.

კვლევაში (რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში Scientific Reports) მონაწილეებს დაუსვეს შემდეგი კითხვები: ”როგორია თქვენი ჯანმრთელობა ზოგადად?" და "რამდენად კმაყოფილი ხართ ზოგადად ცხოვრების ხარისხით?"- ეს კითხვები ჯანმრთელობისა და ადამიანთა ცხოვრების კეთილდღეობის განმსაზღვრელ ინდიკატორთა შორისაა. ადამიანების პასუხები ამ კითხვებზე მჭიდრო კავშირშია ექიმის მიერ შეფასებულ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ობიექტურ ინდიკატორებთან იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად მიდის ცხოვრება.

კვლევის თანახმად, ინდივიდებს, რომლებიც ცხოვრობენ მეტად გამწვანებულ სივრცეში, საშუალოდ, აქვთ როგორც დაბალი ფსიქიკური დისტრესი, ასევე უფრო მაღალი კეთილდღეობის ხარისხი (რომელიც იზომება ზოგადი ჯანმრთელობისა და ცხოვრებით კმაყოფილების საზომებით).

და ეს კვლევები არ არის ერთადერთი, რომელიც ვარაუდობს, რომ კარგ გარემოში დროის გატარება დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მიხედვით, ეკოთერაპია, ან ბუნებაზე დაფუძნებული ინტერვენციების გამოყენება თერაპიული სარგებლის მიღების მიზნით, სულ უფრო და უფრო ფართოდ გამოიყენება ფსიქოლოგიაში.

პოზიტიური ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია ბუნებაში დროის გატარებასთან.

ბუნებაში ვარჯიშს შეუძლია გააძლიეროს ვარჯიშის პოზიტიური ეფექტები

რეგულარულ ვარჯიშს მრავალი სარგებელი აქვს, მათ შორის ტვინის ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ძვლებისა და კუნთების გაძლიერება, წონის მართვა და სხვა. თუმცა, ბუნებაში ვარჯიშს შეიძლება კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოჰყვეს.

კვლევების მიმოხილვამ აჩვენა, რომ მონაწილეები, რომლებიც ბუნებაში ვარჯიშობდნენ უფრო გამოცოცხლებულნი,მონდომებულნი იყვნენ და მეტად ინტენსიურად ვარჯიშობდნენ, მათთან შედარებით ვინც დახურულ სივრცეში ვარჯიშობდა.

ბუნებაში დროის გატარება დაგეხმარებათ სტრესის შემცირებაში

გარეთ გატარებული დრო ასევე დაგეხმარებათ სტრესის მართვაში. მცირე კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 77 ახალგაზრდა, (Frontiers in Psychology-ში), ვარაუდობს, რომ გარეთ სიარული ათავისუფლებს ადამიანს სტრესისგან და აუმჯობესებს ფოკუსირებას, ვიდრე სარბენი ბილიკის გამოყენება შენობაში.

ეს დასკვნები დადასტურებულია მრავალრიცხოვან მცირე კვლევებში აღმოჩენილი მტკიცებულებებით. ისინი ვინც ხშირად სეირნობნდენ ურბანულ მწვანე ზონებში,გაუმჯობესებული ჰქონდათ სტრესისა და განწყობის დონე. ასევე, შემცირდა კორტიზოლის დონე მათთან შედარებით , ვინც დადიოდა უფრო დატვირთულ ურბანულ ცენტრებში.

მწვანე სივრცეზე წვდომამ შეიძლება ხელი შეუშალოს შემეცნებითი უნარის დაქვეითებას

საჯარო პარკებზე წვდომა ასოცირდებოდა ჯანსაღ კოგნიტურ დაბერებასთან და შემეცნებითი უნარების დაქვეითებასთან.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ გარე პარკებში წვდომის დადებითი ეფექტები განსაკუთრებით ძლიერი იყო ქალებში, მათ შორის, ვისაც კოგნიტური დაქვეითების გენეტიკური რისკ - ფაქტორები აღენიშნებოდა.

მწვანე სივრცეებზე წვდომა ხელს უწყობს ფილტვების ჯანმრთელობას

კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Environment International-ში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც იზრდებოდნენ ისეთ გარემოში, სადაც მეტი მწვანე ზონა(პარკები, ტყეები) იყო, ჰქონდათ უფრო ჯანმრთელი ფილტვები. ამ ტიპის პოზიტიური ეფექტი განპირობებულია იმით, რომ ფლორას(ხეები, მწვანეფოთლოვანი მცენარეები) აქვს უნარი გაწმინდოს ჰაერი.

ღია სივრცეში, მზეზე დროის გატარება ხელს უწყობს D ვიტამინის წარმოქმნას

მზიან დღეებში გარეთ დროის გატარება ხელს უწყობს D ვიტამინის გამომუშავებას. ეს ვიტამინი ხელს უწყობს იმუნიტეტის, კუნთების გაძლიერებას, ნერვული სისტემის უკეთეს ფუნქციონირებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის შეწოვაში.

გასათვალისწინებელია, რომ მზეზე გასვლისას, ულტარიისფერი სხივების მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ ანელებს კანიდან D ვიტამინის შეწოვის პროცესს

სეირნობამ შეიძლება შეამციროს მაღალი არტერიული წნევა

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით,მონაწილეები, რომლებიც ბუნებაში ხშირად სეირნობდნენ ჰქონდათ მნიშვნელოვნად დაბალი სისტოლური და დიასტოლური წნევა

ამის მსგავსად, ქალაქს მაცხოვრებლები, რომლებიც რეგულარულად სტუმრობდნენ მწვანე ზონებას კვირაში ერთხელ მაინც 30 წუთის განმავლობაში, ნაკლებად ჰქონდათ მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკი.

თუმცა, სეირნობასთან ერთად არტერიული წნევის შემცირებაში დიდ როლს ასრულებს მედიკამენტები, ვარჯიში, სწორი კვება, წონის კონტროლი.

7.ბუნებაში არსებული ხმები ხელს უწყობს პოზიტიურ განწყობას

ბუნებაში არსებულმა ხმებმა შიძლება გააუმჯობესოს განწყობს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ტიპის ხმები ამცირებს სტრესის დონეს.