რატომ არის მიჩნეული საუზმე დღის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან კვებად
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარულად საუზმის მიღებას ჯანმრთელობისათვის მრავალი სარგებელი მოაქვს. მათ შორის, ისეთი დაავადებების პრევენციას უწყობს ხელს, როგორიცაა ტიპი 2 დიაბეტი და გულის კორონარული დაავადება.
ხოლო, 2021 წლის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ხშირად ტოვებდნენ საუზმეს, უფრო მეტად ჰქონდათ მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი, გულის დაავადებისა და დიაბეტის განვითარების მეტი რისკი.
თუ რეგულარულად ტოვებთ საუზმეს, არსებობს შანსი, რომ დღის განმავლობაში ვეღარ მიიღოთ საჭირო საკვები ნივთიერებები. აქედან გამომდინარე, ხშირად დღის განმავლობაში მიღებული საკვები უფრო კალორიულია, რაც წონაში მატებას უწყობს ხელს.
საუზმე არის ორგანიზმის ,,საწვავი". დაბალანსებული, ჯანსაღი საუზმე ხელს უწყობს ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით შევსებას და დიდი ხნის განმავლობაში განაპირობებს ნაყროვანების შეგრძნებას.
საუზმე უნდა მოიცავდეს:
მარცვლეულს
მარცვლეული ყურადღებით შეარჩიეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ის არ შეიცავს ზედმეტ შაქარს.
მარცვლეული მოიცავს შვრიას, ქატოს, ხორბალს. მათი მიღება დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში, ხოლო ცილა და გრანოლები დამატებითი პროტეინის წყაროა, რაც ორგანიზმს კალორიებით და ენერგიით ავსებს. აირჩიეთ ისეთი მარცვლეული, რომელიც მდიდარია ბოჭკოვანი ნივთიერებით. ზოგიერთი მარცვეული გაჯერებულია ვიტამინებითა და მინერალებით.
კვერცხს
ის ცილების და ჯანსაღი ცხიმების შესანიშნავი წყაროა. მდიდარია B და D ვიტამინებით.
ხილს
საუზმეზე ხილის მირთმევა სასარგებლოა, ვინაიდან ხილი სავსეა ვიტამინებით, შედარებით დაბალკალორიულია და შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ შაქარს, რომელსაც ორგანიზმი უფრო ადვილად ამუშავებს, ვიდრე რაფინირებულ შაქარს. ხილი, როგორიცაა მარწყვი, მოცვი და საზამთრო შეიცავს ანტიოქსიდანტებსაც, რომლებიც ხელს უშლის დაბერებას და სხვადასხვა დაავადების განვითარებას. მიირთვით ხილი დამოუკიდებლად ან დაამატეთ იოგურტში.