/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რამდენად უსაფრთხოა სურნელოვანი სანთლები ჯანმრთელობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენად უსაფრთხოა სურნელოვანი სანთლები ჯანმრთელობისთვის

შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სიმპტომები.

სურნელოვანი სანთლების დაწვისას ხდება გარკვეული ტიპის ქიმიკატების გამოთავისუფლება, რომლებსაც აქროლადი ორგანული ნაერთები ეწოდება. გარემოს დაცვის სააგენტოს თანახმად, მათ შეიძლება ჰქონდეთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე. ერთმა-ერთმა კვლევამ გააანალიზა აქროლადი ორგანული ნაერთები, რომლებიც გამოიყოფა სხვადასხვა ტიპის სანთლისგან.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სურნელოვანი სანთლების წვისას გამოიყოფა სხვადასხვა ქიმიკატი, მაგალითად, ფორმალდეჰიდი.

აქროლადი ორგანული ნაერთები გვხვდება ბევრ საყოფაცხოვრებო ნივთში, მათ შორის, საღებავებში, საწმენდ საშუალებებში, ასევე საწვავში. თუმცა, საინტერესოა, წარმოქმნიან თუ არა სურნელოვანი სანთლები აქროლადი ორგანული ნაერთების ისეთ მაღალ კონცენტრაციას, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას? ერთ-ერთმა კვლევამ შეისწავლა სურნელოვანი სანთლების წვის შედეგად გამოყოფილი აქროლადი ორგანული ნაერთების და ნაწილაკების კვამლი, ჯერ ლაბორატორიაში, შემდეგ კი გამოიყენეს კომპიუტერული მოდელირება სახლში ექსპოზიციის სიმულაციისთვის. დაასკვნეს, რომ სურნელოვანი სანთლების ზომიერად გამოყენებისას გამოთავისუფლებული ნაერთების რაოდენობა არ იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის რისკებს.

ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი დამოკიდებულია ორგანული აქროლადი ნაერთების ექსპოზიციის დონეზე. ექსპერტების განმარტებით, ეს დოზა შეიძლება დამოკიდებული იყოს ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ნაწილაკების კონცენტრაციაზე, ორთქლზე ან წარმოქმნილ ნაერთებზე, ვენტილაციაზე იმ სივრცეში, სადაც ეს ორთქლები შეიძლება იყოს ჩასუნთქული და იმაზე თუ რამდენ დროს ატარებენ ადამიანები ემისიების წყაროსთან ახლოს. ყოველი ადამიანის ორგანიზმი გამოყოფილ ორთქლზე სხვადასხვანაირად რეაგირებს.

ექიმების რეკომენდაციით, ხანდაზმულებმა და ალერგიის მქონე პირებმა, ასევე ასთმის, გულის დაავადებების ან დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებმა თავიდან უნდა აიცილონ სურნელოვანი სანთლები გამოყენება. სურნელოვანმა სანთლებმა შეიძლება გამოიწვიოს ასთმის შეტევები, ალერგიული რეაქციები, ასევე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან სუნთქვის პრობლემები.

თუ თქვენ არ გაქვთ რესპირატორული დაავადება და ზომიერი დოზით იყენებთ სურნელოვან სანთლებს კარგად ვენტილირებადი სივრცეში, თქვენ შესაძლოა არ განიცადოთ მათი მავნე ზემოქმედება. მიუხედავად ამისა, ექიმების რჩევით, საყურადღებოა იმ რესპირატორულ სიმპტომებზე (ხველა, ცემინება) დაკვირვება, რომლებიც შესაძლოა აღმოცენდეს სურნელოვანი სანთლის გამოყენებისას. ეს სიმპტომები ნიშანია იმისა, რომ თქვენი სასუნთქი გზები გაღიზიანებულია. თუ ეს სიმპტომები გაქრება სურნელოვანი სანთლების მოხმარების შეწყვეტისას, სავარაუდოა, რომ სურნელოვანი სანთლები თქვენი რესპირატორული სისტემის გაღიზიანების მიზეზია.

unknown-1-1680272517.jpeg

ბევრი სანთელი მზადდება პარაფინის ცვილისგან (ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი პროდუქტი). სანთლების ეროვნული ასოციაციის თანახმად, პარაფინი დღეს ყველაზე ხშირად გამოყენებული სანთლის ცვილია. ამ ცვილმა შეიძლება გაზარდოს მავნე ქიმიკატების ზემოქმედება. არსებობს გარკვეული მონაცემები და ვარაუდი, რომ პარაფინის ცვილისგან დამზადებული სანთლები წარმოქმნიან აქროლადი ორგანული ნაერთების უფრო დიდ რაოდენობას. ნაერთები, როგორიცაა აცეტონი ბენზოლი და ტოლუოლი, საზიანოა ასთმისა და ალერგიის მქონე ადამიანებისთვის.

ბუნებრივი ცვილისგან დამზადებული სანთლები ათავისუფლებს ნაკლებად მავნე ქიმიურ ნივთიერებებს. ბუნებრივ ცვილებს მიეკუთვნება: ფუტკრის ცვილი, სოია, პალმის ცვილი, სტეარინი (დამზადებული მცენარეული ან ცხოველური ცხიმებისა და ზეთებისგან) და ქოქოსის ცვილი. კვლევამ, რომელმაც შეადარა პარაფინისა და სტეარინის სანთლები, დაადგინა, რომ სტეარინის სანთლები გამოყოფენ ნაკლებ კვამლის ნაწილაკებს. ანალოგიურად, სხვა კვლევაში სოიოს სანთლები უფრო ნაკლებ ჭვარტლს აწარმოებდნენ, ვიდრე პარაფინი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბუნებრივი ცვილის სანთლები ნაკლებად ტოქსიკურია.