B ვიტამინის დანამატის როლი ნეირონების დაბერების პროცესის შენელებაში
რაც იწვევს მეხსიერების, შემეცნების, მოძრაობის და სხვა ნევროლოგიური ფუნქციების პრობლემებს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური ან (ფონური სამედიცინო მდგომარეობებით, მათ შორის დაბერებით, დიაბეტით, ინსულტით, პარკინსონის დაავადებით, ალცჰეიმერის დაავადებით ან ტვინის ტრავმული დაზიანებით).დაბერებამ შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება. ასაკთან დაკავშირებული ერთ-ერთი პრობლემაა დემენცია.
ტვინი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგიაზე. მეცნიერთა ჯგუფი აკვირდებოდა B3 ფორმის დამატების ეფექტს ტვინში ენერგიის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებაზე.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დანამატი ნიკოტინამიდის რიბოზიდი გარდაიქმნება მოლეკულად, რომელიც ჩართულია ნეირონებში ენერგიის მეტაბოლიზმში,რაც ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობაა. მკვლევარებმა ასევე დააფიქსირეს ნეირონებში ამილოიდური ბეტა ცილის დონის მნიშვნელოვანი შემცირება, დანამატების მიღების შემდეგ.
მკვლევართა გუნდი ასევე აკვირდებოდა ენერგიის მეტაბოლიზმში ჩართული კონკრეტული მოლეკულის როლს, რომელსაც ნიკოტინამიდის ადენინის დინუკლეოტიდი ეწოდება(NAD+) .NAD+ აუცილებელია უჯრედებისთვის ენერგიის შესაქმნელად და არსებობს ძლიერი მტკიცებულება ცხოველთა კვლევებიდან, რომ დაბერება და მეტაბოლური დისფუნქცია იწვევს უჯრედებში NAD+ - ის შემცირებას. აქედან გამომდინარე, არსებობს ძლიერი დასაბუთება, რომ ტვინში NAD+ შევსებამ შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს ტვინის ფუნქციაზე.
ამის დასამტკიცებლად 10 მოზარდს,როგორც დანამატი, მისცეს B3 ვიტამინის ფორმა, რომელსაც ნიკოტინამიდის რიბოზიდი ეწოდება(ეს მოლეკულა არის NAD+- ის წინამორბედი, რაც ნიშნავს იმას, რომ სხეული გარდაქმნის მას NAD+-ად). მოზარდილთა სხვა ჯგუფმა კი მიიღო პლაცებო. ექვსი კვირის განმავლობაში, ნეირონებში რეალურად გაიზარდა NAD+.