ნაადრევად რომ არ დაბერდეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაადრევად რომ არ დაბერდეთ

ადრე თუ გვიან ის ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის გარდაუვალია. აღნიშნული პროცესი ზოგჯერ ისე ჩქარდება, რომ ორგანიზმს მეტისმეტად სწრაფად აბერებს;

ამის გამო ზოგიერთი ადამიანი რეალურ ასაკთან შედარებით გადაბერებულად გამოიყურება. სამწუხაროდ, ჯერაც არ არსებობს დაბერების პროცესის შემაჩერებელი საშუალება, არც სიცოცხლის ელექსირი შეუქმნია კაცობრიობას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებისათვის უცნობია ის წესები და საშუალებები, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია დაბერების პროცესის შენელება-შეფერხება და სიცოცხლის გახანგრძლივება.

ნაადრევად დაბერების საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები და სასარგებლო რჩევები

  • რეგულარულად შეასრულეთ სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიში;
  • ნუ მოწევთ და ამავე დროს ერიდეთ მწეველთა გარემოში ყოფნას;
  • ყოველდღიურად გადაივლეთ ჯერ ცხელი და შემდეგ ცივი წყალი;
  • რაც შეიძლება ხშირი კონტაქტი იქონიეთ ბუნებასთან;
  • ერიდეთ გადაძღომას, ცხელი და ცხარე საკვების მიღებას;
  • უპირატესობა მიანიჭეთ უჯრედისის შემცველ პროდუქტებს, მიიღეთ ბევრი ხილი, ბოსტნეული და რძის ნაწარმი;
  • განივითარეთ ინტელექტი: ბევრი იკითხეთ, იარეთ გამოფენებსა და კონცერტებზე, დაუთმეთ დრო მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს;
  • ხშირად იცინეთ;
  • ტვინი სულ მუდამ ავარჯიშეთ: დღეში თითო ლექსი დაიზეპირეთ და შეეცადეთ წარსულიდან რომელიმე სასიამოვნო მოვლენის ყველა დეტალი მოიგონოთ;
  • შეურიეთ 1 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა, 500 გ მცენარეული ზეთი და 200 გ თაფლი; მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 4-5 ჯერ მანამ, სანამ მომზადებული ულუფა არ დამთავრდება. აღნიშნული კურსი ყოველ სამ თვეში გაიმეორეთ;
  • ხახვი ფაფისებრი მასის მისაღებად წვრილ სახეხზე გახეხეთ და შეურიეთ თაფლს პროპორციით 1:1. მიიღეთ თითო სადილის კოვზი ნარევი დილას და საღამოს 2 თვის განმავლობაში. ეს ნარევი განსაკუთრებით სასარგებლოა თავის ტვინის სისხლძარღვთა სკლეროზისა და დაბერების საწინააღმდეგოდ;
  • ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო ძალთა განმტკიცებისათვის საუკეთესოა შემდეგი საშუალება (განსაკუთრებით სასარგებლოა დასუსტებული ხანდაზმული ადამიანებისათვის): ფაფისებრი მასის მისაღებად ხახვი და ნიორი ცალკ-ცალკე გახეხეთ წვრილ სახეხზე, შეურიეთ ერთმანეთს ნივრის გახეხილი მასა 300 გ, ხახვის მასა 500 გ და 1,8 ლ ვაშლის ძმარი, მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში და გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში თბილ, ბნელ ადგილას, პერიოდულად ურიეთ. ნელ ცეცხლზე შემოდგით 1 კგ თაფლი (ადუღებამდე), მუდმივად მოაცილეთ ზედაპირზე გაჩენილი ქაფი, გადმოდგით, გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე და დაუმატეთ ძმრიანი ნაყენი. კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ეს ნარევი ერთი კვირა გააჩერეთ თბილ და ბნელ ადგილას (პერიოდულად ურიეთ). შემდეგ გადაწურეთ მსხვილ საწურში და ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში გრილ და ბნელ ადგილას შეინახეთ. ამ მასის 4 ჩაის კოვზი ერთჯერადად უნდა მიიღოთ ყოველდღიურად. სვით ნელ-ნელა, ყოველი კოვზის მიღების შემდეგ მცირე დროით შეისვენეთ;
  • ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ანწლის ნაყოფს სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისათვის იყენებდნენ. თანამედროვე ფიტოთერაპია ანწლის ნაყენს „დღეგრძელობის სითხედ“ მიიჩნევს. ამ ნაყენით შეგიძლიათ ჯანმრთელობა განიმტკიცოთ და ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესები გაიუმჯობესოთ. აიღეთ 3 სადილის კოვზი ნაყოფი, დაასხით 1 ლ წყალი და დაუმატეთ 5 სადილის კოვზი თაფლი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5-6 წუთი. გადაწურეთ, მიიღეთ ცხელი დღეში რამდენჯერმე, ზომიერად.
  • დალიეთ წითელი ჭინჭრის დედის (ასე ჰქვია მცენარეს) ყვავილებისგან ახალგაწურული წვენი თითო სადილის კოვზის ოდენობით, დღეში ოთხჯერ. სასურველია გამაჯანსაღებელი კურსი მცენარის ყვავილობის მთელ სეზონზე ყოველწლიურად ჩაიტაროთ.

აქტივობა და მოძრაობა ახანგრძლივებს სიცოცხლეს

შეეცადეთ ყოველდღიურად ერთი საათით მაინც ისეირნოთ. ფეხით სიარული კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს არა მხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე, არამედ შინაგანი ორგანოებისა და ნერვული სისტემის ფუნქციაზე. სასურველია დილა-საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა (თუ საშუალება გაქვთ – პარკში, სკვერში, მდინარის ან ტბის სანაპიროზე). თუ თქვენი ყოველდღიური რეჟიმის გამო ამას ვერ ახერხებთ, გირჩევთ, სამსახურში წასვლისას და სახლში დაბრუნებისას ორი-სამი გაჩერება ფეხით გაიაროთ. დასვენებისათვის გამოყოფილი თუნდაც ერთი დღე კვირაში აუცილებლად უნდა მოიცავდეს ფიზიკური აქტივობისათვის განკუთვნილ რამდენიმე საათს. ნუ გგონიათ, რომ ჯდომითა და საწოლში ნებივრობით, მოდუნებითა და უმოძრაობით უკეთ დაისვენებთ. აქტიურად დასვენება ბევრად მეტი ენერგიით აგავსებთ და ჯანმრთელობასაც განგიმტკიცებთ!

გახსოვდეთ, ენერგიული და ჯანმრთელი ადამიანები ადვილად არ ბერდებიან!