რა როლს ასრულებს ბავშვის გონებრივ განვითარებაში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები
ჯანსაღ კვებასა და ყველა იმ ნივთიერების სრულყოფილად მიღებაზე, რომლებიც აუცილებელია განვითარებისთვის.
განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება ომეგა 3, 6 და 9 პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ისინი უზრუნველყოფენ თავის ტვინის, მხედველობის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვ-კუნთოვანი სისიტემის ჩამოყალიბებას. ამ ტიპის ცხიმოვანი მჟავებით განსაკუთრებით მდიდარია დედის რძე. ამ ტიპის ცხიმოვან მჟავებს დიდი გავლენა აქვთ ნერვული სისტემის ფორმირებასა და განვითარებაზე, როგორც მუცლადყოფნის, ისე დაბადების შემდგომ ასაკში.
ომეგა 3-ის ნაკლებობა იწვევს ნეირონის ზომის მნიშვნელოვან შემცირებას თავის ტვინის იმ უბნებში,რომლებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ სივრცული და სერიული დასწავლის პროცესში. ომეგა 3-ის ნაკლებობა უარყოფითად აისახება როგროც სწავლის პროცესზე, ისე ყურადღების კონცენტრირების უნარზე. ინფორმაციის მიღების და დამუშავების სიჩქარე გარკვეულწილად თავის ტვინში დოკოზაჰექსანის მჟავას (DHA) კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. დადგენილია, რომ დოკოზაჰექსანის მჟავა მონაწილეობს როგორც უშუალოდ სწავლის, ისე დამახსოვრების პროცესში, ასევე ხელს უწყობს მხედველობითი ფუნქციის გაუმჯობესებას. ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების სინთეზი ბავშვის ორგანიზმს არ შეუძლია. ამიტომ საჭიროა მისი დანამატის სახით მიღება. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების ძირითად წყაროს ცხიმიანი თევზი წარმოადგენს. მიიჩნევა, რომ კვირის განმავლობაში მინიმუმ 3 ულუფის მიღებაა საჭირო. ცხიმოვან მჟავებს შედარებით მცირე რაოდენობით შეიცავს კაკალი, კვერცის გული. კვების რაციონის გამდიდრებასთან ერთად რეკომენდებულია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების მიღება საკვები დანამატების სახით.